მეფლოციდი ტაბლეტი 750მგ #7

მეფლოციდი ტაბლეტი 750მგ #7

თურქეთი

დროგსან ილაჩი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - levofloxacin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს, 500 მგ ან 750 მგ ლევოფლოქსაცინის ეკვივალენტურს; საღებავი: ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება. ათქ-კოდი: J01MA12.

ჩვენება:
მედიკამენტი გამოიყენება მოზრდილებში ლევოფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ისეთი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ, როგორებიცაა:
• მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;
• ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავებები;
• არაჰოსპიტალური პნევმონია;
• ნოზოკომიალური პნევმონია;
• საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები;
• საშარდე გზების გართულებული ინფექციები პიელონეფრიტის ჩათვლით;
• ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
• კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;
• კანის და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები;
• ინჰალაციური ჯილეხი (პათოგენთან კონტაქტის შემდეგ).
მედიკამენტი ბავშვებში ინიშნება 6 თვის ასაკიდან ინჰალაციური ჯილეხის პრევენციის მიზნით პათოგენთან კონტაქტის შემდეგ.
მედიკამენტი ინიშნება ფტორქინოლონებისთვის შემუშავებული გაიდლაინების შესაბამისად.

მიღების წესი და დოზირება:
ლევოფლოქსაცინი მიიღება დაუღეჭავად საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით ჭამის დროს ან კვებათა შორის შუალედებში. შესაძლებელია 500 მგ-იანი ტაბლეტის ჭდეზე გაყოფა. რკინის მარილების, ანტაციდებისა და სუკრალფატის მიღების შემთხვევაში ლევოფლოქსაცინი მიიღება 2 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ით გვიან, რადგან ჩამოთვლილი პრეპარატები ამცირებენ ლევოფლოქსაცინის შეწოვას
ლევოფლოქსაცინი მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავესა და გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი). ლევოფლოქსაცინის მიღება, ანტიბიოტიკოთერაპიის ზოგადი პრინციპის შესაბამისად, გრძელდება პაციენტის აფებრილურობისა და ბაქტერიის ერადიკაციის დადასტურების შემდეგ მინიმუმ 48-72 სთ.

უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის, მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის ან სხვა ქინოლონების მიმართ;
• ეპილეფსია;
• ანამნეზში ფტორქინოლონების მიღებით გამოწვეული მყესების დაზიანება;
• 6 თვემდე ასაკის ბავშვები;
• ორსულობა და ძუძუთი კვება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დროგსან ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ლევოფლოქსაცინი
დოზა
750მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი