არიპირონი ტაბლეტი 15მგ #28

არიპირონი ტაბლეტი 15მგ #28

ბულგარეთი

სინთონი
პროდუქტის შესახებ
გამოყენება:
არიპირონის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას არიპიპრაზოლს და მიეკუთვნება ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფს. იგი გამოიყენება მოზრდილებსა და მოზარდებში 15 წლის ზემოთ, ისეთი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც ხასიათდება ისეთი საგნების დანახვით, მოსმენით ან შეგრძნებით, რაც არ არსებობს, ეჭვიანობით, მცდარი შეხედულებებით, არათანმიმდევრული მეტყველებითა და ქცევით და ემოციური უხალისობით. ამ მდგომარეობის მქონე პირებს შეიძლება ასევე აღენიშნებოდეთ დეპრესია, დანაშაულის გრძნობა, შფოთვა ან დაძაბულობა.
არიპირონი გამოიყენება მოზრდილებისა და 13 წელს ზემოთ ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიცაა „ეიფორიის მდგომარეობა“, მოზღვავებული ენერგია, ნაკლები ძილის მოთხოვნილება, ძალიან სწრაფი საუბარი და მწვავე გაღიზიანება. მოზრდილებში ის ასევე ხელს უშლის ამ მდგომარეობის განმეორებას პაციენტებში, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს არიპირონით მკურნალობა.
არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის ვარდნა ფეხზე წამოდგომისას, თავბრუსხვევა, მოძრაობისა და წონასწორობის ცვლილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წაქცევა. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ ან უძლურ პაციენტებში.

ბავშვები და მოზარდები
არ გამოიყენოთ ეს წამალი ბავშვებში და 13 წლამდე მოზარდებში. უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები უცნობია.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, ამ

მიღების წესი
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 15 მგ დღეში ერთხელ. თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა მაქსიმუმ 30 მგ დღეში ერთხელ.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ამ სამკურნალო პრეპარატის მიღება შესაძლებელია დაიწყოს დაბალი დოზით პერორალური ხსნარის (თხევადი) ფორმით.
დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მოზარდებისთვის, რაც შეადგენს 10მგ-ს ერთხელ დღეში. თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა მაქსიმუმ 30 მგ დღეში ერთხელ.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ არიპირონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP), რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სინთონი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
არიპიპრაზოლი
დოზა
15მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი