დოლოტრენი სანთელი რექტალური 100მგ #12
დოლოტრენი სანთელი რექტალური 100მგ #12

დოლოტრენი სანთელი რექტალური 100მგ #12

პორტუგალია

ლაბ. ვიტორია
პროდუქტის შესახებ
დასახელება - დოლოტრენი სანთელი რექტალური 100მგ #12

რა არის დოლოტრენი 100 მგ სანთლები და რისთვის გამოიყენება.
დიკლოფენაკის ნატრიუმი, ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ.
ის გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის, რომელიც დაკავშირებულია:
•რევმატოიდული ართრიტი
•მაანკილოზებელი სპონდილიტი
•ართროზი
•თირკმლის კოლიკა
•პოდაგრის მწვავე შეტევა
•კუნთოვანი ტკივილი
•პოსტ ტრავმული ანთებები
•მენსტრუალური ტკივილები
დიკლოფენაკის მიღებამდე დარწმუნდით, რომ ექიმს აცნობეთ:
•- თუ ეწევით.
•- თუ გაქვთ დიაბეტი.
•- თუ გაქვთ ანგინა, სისხლის შედედების პრობლეები, მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტერინი ან მაღალი ტრიგლიცერიდები.
•გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღებით შეძლებისდაგვარად მცირე ხნის მანძილზე.
როგორ მივიღოთ დოლოტრენი 100 მგ სანთლები
•ზედმიწევნით დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული დოლოტრენი 100 მგ სანთლების მიღების ინსტრუქცია. დაეჭვების შემთხვევაში ხელმეორედ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
•რეკომენდებული დოზაა 1 სანთელი დღეში, სასურველია ძილის წინ. თუ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მიიღეთ 50 მგ ტაბლეტები.
•მენსტრუალური ტკივილების დროს დღიური დოზა, რომელიც ინდივიდუალურად უნდა დარეგულირდეს, არის 50-200 მგ (1 ან 2 დოლოტრენის სანთელი). მიიღება საწყისი დოზა 50-100 მგ ( დოლოტრენის 1 სანთელი) და საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება მომდევნო მენსტრუალური ციკლის დროს. მკურნალობა უნდა დაიწყოს პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე. მათი ინტენსივობის გათვალისწინებით გრძელდება რამდენიმე დღე.
მიღების მეთოდი
•მიიღება რექტალური გზით. თუ სანთელი ზედმეტად რბილია, შეფუთვის გახსნამდე შედგით მაცივარში რამდენიმე წუთით ან შეუშვირეთ გამდინარე ცივ წყალს, არ გაყოთ სანთლები, რადგანაც შენახვის არასწორმა პირობებმა შესაძლებელია გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების არათანაბარი განაწილება. არასოდეს მიიღოთ სანთლები.
ბავშვები და მოზარდები
•დოლოტრენი 100 მგ სანთლები რეკომენდებული არ არის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
ხანდაზმული პაციენტები
•ხანდაზმული პაციენტები შესაძლებელია სხვა ზრდასრულებთან შედარებით უფრო მგრძნობიარენი იყვნენ დოლოტრენი 100 მგ სანთლების მოქმედების მიმართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულმა პაციენტებმა დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ვიტორია
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
100მგ
ფორმა
სანთელი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
12
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი