ნიტრონალი კაფსულა #20

ნიტრონალი კაფსულა #20

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ნიტრონალი 200მგ#20კაფს

ჩვენება: მწვავე ბაქტერიული დიარეის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება
ნიტრონალი კაფსულები და სუსპენზიაგანკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

კაფსულები
მოზრდილები: 1 კაფსულა (200 მგ) 4-ჯერ დღეში, ყოველ 6 საათში;
6-18 წლის ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა (200 მგ) 3-4-ჯერ დღეში, ყოველ 6-8 საათში.
კაფსულები არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სუსპენზია
მოზრდილები: 5 მლ (200 მგ) 4-ჯერ დღეში, ყოველ 6 საათში;
1-დან 6 თვემდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ (100 მგ) 2-3-ჯერ დღეში, ყოველ 8-12 საათში;
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ (100 მგ) 3-ჯერ დღეში, ყოველ 8 საათში;
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ (200 მგ) 3-ჯერ დღეში, ყოველ 8 საათში;
6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ (200 მგ) 3-4-ჯერ დღეში, ყოველ 6-8 საათში.

სუსპენზია არ გამოიყენება დღენაკლულ ჩვილებში და 1 თვემდე ასაკის ახალშობილებში.
ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. დოზირებისთვის გამოიყენება საზომი ხუფი, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში.
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. მკურნალობის გახანგრძლივების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
ნიფუროქსაზიდი კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი).
იმ შემთხვევაში, თუ ისეთი გვერდითი მოვლენა გამოვლინდა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა ნიფუროქსაზიდის, ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
- ნიტრონალი სუსპენზია შეიცავს სორბიტოლს და საქაროზას, რის გამოც უკუნაჩვენებია ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადების დროს, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას აბსორბციის დარღვევა ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ნიფუროქსაზიდი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი