კრონიზონი სუსპენზია რექტალური 60მლ ბოთლი+კანულა #7
კრონიზონი სუსპენზია რექტალური 60მლ ბოთლი+კანულა #7

კრონიზონი სუსპენზია რექტალური 60მლ ბოთლი+კანულა #7

თურქეთი

სიფა კიმია ილაკ კოსმეტიკ
პროდუქტის შესახებ
დასახელება - Kronizon - კრონიზონი სუსპენზია 4გ/60მლ 7 ფლაკონი

რა არის კრონიზონი და რისთვის გამოიყენება
კრონიზონის აქტიური სუბსტანცია არის მესალაზინი და ყოველი რექტალური სუსპენზია შეიცავს 4 გ აქტიურ სუბსტანციას.
კრონიზონი არის პრეპარატი სახელწოდებით „ამინოსალიცილის მჟავა და მსგავსი პრეპარატები“ და შედის „ნაწლავების ანთების საწინააღმდეგო“ ჯგუფში. ეს პრეპარატები ახდენენ მსხვილ ნაწლავში ანთების პრევენციას.
კრონიზონი ბაზარზე წარმოდგენილია, როგორიც მრგვალი, თეთრი ფერის, აკორდეონის ფორმის დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლილურჯი ფერის 7 დამცავი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილეnის თავსახურით მუყაოს კოლოფში.

ორსულობა
თუ გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს კრონიზონი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის მითითებით.
თუ ორსულობა დადგება მკურნალობის დროს, კონსულტაციისთvის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან აქტიური სუბსტანცია და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძეში, ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი ექიმის მითითებით.

მიღების გზა და წესი:
კრონიზონი შეიყვანება მხოლოდ რექტალურად სწორ ნაწლავში. არ შეიძლება მისი პერორალურად მიღება და გადაყლაპვა.დაწოლის წინ, რექტალური სუსპენზიის ბოთლის შემცველობა შეიყვანება ნაწლავში.
საუკეთესო შედეგი მიიღება მაშინ, როდესაც ნაწლავები დაცლილია კრონიზონის შეყვანამდე.
გამოყენების წინ აუცილებელია მისი შენჯღრევა მინიმუმ 30 წამის განმავლობაში რექტალური სუსპენზიის შემცველობის კარგად შერევამდე.
ამის შემდეგ მოხსენით თავსახური, ბოთლი დაიჭირეთ ვერტიკალურად ისე, რომ რექტალური სუსპენზიის შემცველობა არ დაიღვაროს.
პაციენტი უნდა დაწვეს მარცხენა მხარეს და გაჭიმოს მარცხენა ფეხი, ხოლო მარჯვენა ფეხი მოხაროს მუცლისკენ.

მოათავსეთ აპლიკატორი, რომელსაც წასმული აქვს ლუბრიკანტი მარტივად შესაყვანად, სწორ ნაწლავში, ბოთლი მიმართული უნდა იყოს ჭიპისკენ.ბოთლი ოდნავ ქვემოთ დაწიეთ და შემდეგ ნაზად და თანაბრად მოუჭირეთ გამოყენების შემდეგ სწორი ნაწლავიდან ფრთხილად გამოიღეთ ცარიელი ბოთლის აპლიკატორი.
გააგრძელეთ წოლა იმავე მდგომარეობაში 30 წუთის განმავლობაში, რექტალური სუსპენზია თანაბრად უნდა გადანაწილდეს. საუკეთესო შედეგები მიიღწევა, როდესაც რექტალური სუსპენზია მოქმედებს ღამით.

როგორ ინახება კრონიზონი
კრონიზონი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სიფა კიმია ილაკ კოსმეტიკ
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
მესალაზინი
ფორმა
სუსპენზია რექტალური
შეფუთვა
ბოთლი+კანულა
რაოდენობა შეფუთვაში
7
მოცულობა
60მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი