შელსი სუსპენზია ორალური 228.5მგ/5მლ 70მლ #1

შელსი სუსპენზია ორალური 228.5მგ/5მლ 70მლ #1

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - შელსი 228მგ/5მლ 70მლ სუსპ.

ჩვენება:

შელსი გამოყენებულ უნდა იქნას ანტიბიოტიკების გამოყენების ადგილობრივი ოფიციალური გაიდლაინების და ადგილობრივი მგრძნობელობის მონაცემების მიხედვით.

ზედასასუნთქიგზებისინფექციები (მათშორისყელ-ყურ-ცხვირის), ასევე, რეციდიული ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება.

ქვედასასუნთქიგზებისინფექციები, მათ შორის: ქრონიკულიბრონქიტისგამწვავება, წილოვანიპნევმონიადაბრონქოპნევმონია.

საშარდეგზებისინფექციები, მათ შორის: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.

კანისადარბილიქსოვილებისინფექციები, მათ შორის: ცელულიტი, ცხოველის ნაკბენები.

სტომატოლოგიურიინფექციები, მათ შორის: კბილის მძიმე აბსცესი გავრცობილი ცელულიტით.

ძვლისა და სახსრების ინფექციები, ოსტეომიელიტი.
მიღების წესი და დოზირება:

დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წონაზე, თირკმლის ფუნქციაზე, ინფექციის სიმძიმეზე.

დოზირება მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანატის შემცველობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დოზირება განსაზღვრულია ინდივიდუალური კომპონენტის მიხედვით.

შესაძლო გასტრო-ინტესტინალური აუტანლობის შესამცირებლად ინიშნება ჭამის დაწყებისას. შელსისაბსორბცია ოპტიმალურია, როცა მისი მიღება ხდება კვების დასაწყისში. მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბოს 14 დღეს (ხანგრძლივობის გაზრდის შემთხვევაში უნდა მოხდეს საკითხის განხილვა).

თერაპია შეიძლება დაიწყოს პარენტერალურად და გაგრძელდეს შიგნით მისაღები პრეპარატით.

რეკომენდებული დღიური დოზაა:

დაბალიდოზა: 25/3.6 – 45/6.4 მგ/კგ/დღეში სუსტი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს გაყოფილი ორ დოზად (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა: რეციდიული ტონზილიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები);
მაღალი დოზა: 45/6.4 – 70/10 მგ/კგ/დღეში უფრო მძიმე ინფექციების დროს გაყოფილი ორ დოზად (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგ.: შუა ყურის ანთება და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგ.: ბრონქოპნევმონია და საშარდე გზების ინფექციები).
არ არის კლინიკური მონაცემები ხელმისაწვდომი 45/6.4 მგ/კგ/დღეში მეტ დოზაზე გამოყენების შესახებ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ არის კლინიკური მონაცემები შელსი 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზიის დოზირების რეკომენდაციების შესახებ 2 თვემდე ასაკის ბაშვებში.
ჭარბი დოზირება:

გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილი, დიარეა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, ან საჭიროების შემთხვევაში ჰემოდიალიზი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

პრეპარატი უმნიშვნელო რაოდენობით გადადის დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ახალშობილს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა. აგრეთვე, საჭიროა შესაძლო სენსიბილიზაციის რისკის გათვალისწინება.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინების მიმართ, შესაძლოა წარმოიქმნას ანაფილაქსიური რეაქციები. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა. ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ადრენალინის და კორტიკოსტეროიდების სასწრაფოდ შეყვანა, სუნთქვის უკმარისობის აღმოფხვრა.
შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25℃ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

განზავების შემდეგ, სუსპენზია ინახება მაცივარში (2ძC - 8ძC) და გამოიყენება 7 დღის განმავლობაში. დაუშვებელია გაყინვა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი
დოზა
228.5მგ/5მლ
ფორმა
სუსპენზია ორალური
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
70მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი