გამოყენების ჩვენებები - C ვიტამინის დეფიციტი; - სურავანდის მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზები მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში, გახსნილი ჭიქა წყალში (200 მლ). ხანდაზმული ასაკის პაციენტები პრეპარატი გამოიყენება ანალოგიური დოზით. ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ C ვიტამინის დეფიციტის გაზრდილი რისკი, რადგან საკვების მიღება შეიძლება შემცირდეს.
უკუჩვენებები - ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ; - ოქსალატური შარდკენჭოვანი დაავადება ან ოქსალურია; - ჰემოქრომატოზი; - თირკმლის მძიმე უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები C-მუნი არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. არ შეიძლება რეკომენდებული დოზების გადაჭარბება. ასკორბინის მჟავას მოხმარების გაზრდამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას თირკმლისმიერი კლირენსის გაზრდა, რამაც დოზის სწრაფად შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას დეფიციტი. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, არ უნდა მიიღონ რეკომენდებულზე მეტი დოზები. ამ ჯგუფის პაციენტებში C ვიტამინის გადაჭარბება დაკავშირებული იყო ჰემოლიზურ ანემიასთან. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ვიტამინებს ან მედიკამენტებს ან იმყოფებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს. C-მუნის ტაბლეტების და სხვა პრეპარატების ან საკვები დანამატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი, თუ სხვა რამ არ არის მითითებული. C ვიტამინმა შეიძლება ხელი შეუშალოს ლაბორატორიულ ტესტებს და გამოიწვიოს ცრუ შედეგები. სადიაგნოსტიკო პროცედურების დაგეგმვისას ან ჩატარებისას აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ. C ვიტამინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტ-ფირფიტების და გლუკომეტრების მუშაობაზე გლუკოზის დონის გაზომვისას და გამოიწვიოს ცრუ შედეგები. C-მუნის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდმჟავას განსაზღვრაზე ფოსფოვოლფრამატით ან ურიკაზით სპილენძის აღდგენით და კრეატინინის გაზომვაზე არადეპროტეინიზებულ შრატში. ასკორბინის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები ფარული სისხლის განსაზღვრისას. დამხმარე ნივთიერებები C-მუნი შეიცავს 350 მგ სორბიტოლს თითო ტაბლეტში. პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
შენახვის პირობები ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!