ჩვენება:ყელში ტკივილის შესამსუბუქებლად ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს. უკუჩვენებები
ფლურბიპროფენისადმი ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა. ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის არსებობა (ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, რინიტი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ცხვირის ან ცხვირის წიაღების მორეციდივე პოლიპოზი) აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა აასპ-ის გამოყენებაზე პასუხად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება), წყლულით გამოწვეული სისხლდენები აქტიურ ფაზაში ან ანამნეზში (წყლულოვანი დაავადების ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან უფრო მეტი დადასტურებული ეპიზოდი). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულიდან სისხლდენა ან პერფორაცია, წყლულოვანი კოლიტი, ჰემორაგიული და ჰემოპოეზური დარღვევები ანამნეზში, რომელთა პროვოცირება მოხდა აასპ-ის გამოყენების შედეგად. ორსულობა (III ტრიმესტრი). ძუძუთი კვებაზე ყოფნა. ბავშვები 12 წლამდე. ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში. თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ-ზე). გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. პერიოდი აორტოკორონარული შუნტირების შემდეგ. დადასტურებული ჰიპერკალიემია. გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი. ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები (მათ შორის ჰიპოკოაგულაცია), ჰემორაგიული დიათეზი.
გამოყენების წესი და დოზები ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების წინ. ადგილობრივი გამოყენებისთვის. მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის.მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: პრეპარატის 1 დოზის (3-ჯერ დაჭერა დოზატორზე) შესხურება/გაფრქვევა პირ-ხახის უკანა კედელზე ყოველ 3-6 საათში, არაუმეტეს 5 დოზა 24 საათის განმავლობაში.
თერაპიის კურსის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 3 დღე.
არ შეისუნთქოთ გაფრქვევის დროს.
პრეპარატის პირველი გამოყენების წინ აუცილებელია არანაკლებ ოთხი დაჭერა დოზატორზე თქვენგან საწინააღმდეგო მხარის მიმართულებით თანაბარი გაფრქვევის მიზნით.
ცალკეული შემდგომი გამოყენების წინ საჭიროა არანაკლებ ერთი დაჭერა დოზატორზე თქვენგან საწინააღმდეგო მხარეს თანაბარი გამოფრქვევის უზრუნველყოფის მიზნით.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი. ვარგისია პირველი გამოყენებიდან 6 თვის განმავლობაში. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.