ეპიდუო გელი (1მგ+25მგ)/1გრ 30გრ კონტეინერი ვკუუმ-ტუმბოთი #1
ეპიდუო გელი (1მგ+25მგ)/1გრ 30გრ კონტეინერი ვკუუმ-ტუმბოთი #1

ეპიდუო გელი (1მგ+25მგ)/1გრ 30გრ კონტეინერი ვკუუმ-ტუმბოთი #1

საფრანგეთი

გალდერმა
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებებია: ადაპალენი და ბენზოილ პეროქსიდი. 1გ გელი შეიცავს 1მგ (0.1%) ადაპალენს და 25მგ (2.5%) ბენზოილ პეროქსიდს. დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის დოკუზატი, დინატრიუმის ედეტატი, გლიცერინი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი (E1520), სიმულგელი 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი) და გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: ეპიდუო გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ. გელი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ადაპალენს და ბენზოილ პეროქსიდს, რომლებიც მოქმედებენ ერთდროულად სხვადასხვა მექანიზმით: ადაპალენი მიეკუთვნება რეტინოიდების ჯგუფის პროდუქტებს და სპეციფიურად მოქმედებს კანზე აკნეს გამომწვევ მიზეზებზე. მეორე აქტიური ნივთიერება, ბენზოილ პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება, არბილებს და ქერცლავს კანის გარე ფენას.

უკუჩვენება: არ გამოიყენება: თუ პაციენტი არის ალერგიული აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: არ გამოიყენება ნაკაწრებზე, ნაჩხაპნებზე, მზის დამწვრობაზე ან ეგზემაზე; დაუშვებელია თვალში, პირში ან ნესტოებში და სხეულის სხვა მგრძნობიარე ადგილებში მისი მოხვედრა. მსგავს შემთხვევაში საჭიროა თბილი წყლის უხვი რაოდენობით მობანვა. პაციენტი უნდა მოერიდოს მზის პირდაპირ სხივებს და ულტრაიისფერ ლამფას. არ გამოიყენება თმაზე ან ფერად ქსოვილებზე, ვინაიდან შესაძლებელია მათი გაუფერულება. პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების სათანადოდ დაბანა. ეპიდუოს გამოყენებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატები და ეპიდუო: არ გამოიყენება აკნეს საწინააღმდეგო სხვა პროდუქტები (რომელიც შეიცავს ბენზოილ პეროქსიდს და-ან რეტინოიდებს) ეპიდუოსთან ერთად. არ გამოიყენება ეპიდუო კოსმეტიკასთან ერთად, რომელიც აღიზიანებს, აშრობს ან ქერცლავს კანს.

ორსულობა და ლაქტაცია: დაუშვებელია ეპიდუოს გამოყენება ორსულობის დროს. ეპიდუოს მიღების დროს დაორსულებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და ეცნობოს მკურნალ ექიმს შემდგომი დაკვირვებისთვის. ეპიდუოს გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის დროს. ჩვილზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ეპიდუოს გამოყენება მკერდზე დაუშვებელია. პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეპიდუო შეიცავს პროპილენ გლიკოლს (E1520), ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია გააღიზიანოს კანი.

მიღების წესი: პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება ექიმის რჩევის მიხედვით. კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეპიდუო განკუთვნილია მოზრდილებში და მოზარდებში 9 წლის ასაკიდან. გელის თხელი ფენა დაიტანება აკნეთი დაავადებულ კანზე დღეში ერთხელ ძილის წინ, დაუშვებელია მოხვედრა თვალებში, ტუჩებზე და ნესტოებში. კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი. ეპიდუოს გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.

ექიმი ურჩევს რა ხანგრძლივობით უნდა გამოიყენოს ეპიდუო. თუ პაციენტი გრძნობს, რომ ეპიდუო ძალიან სუსტად ან ძლიერ მოქმედებს მასზე, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. შესაძლებელია პაციენტს ურჩიონ დამატენიანებლის გამოყენება, შეამციროს გელის გამოყენების სიხშირე ან დროებით ან სრულად შეწყვიტოს მკურნალობა.

დოზის გადაჭარბება: საჭიროზე მეტი რაოდენობით ეპიდუოს გამოყენება არ ზრდის აკნეს საწინააღმდეგო მოქმედებას, არამედ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და გაწითლება. უნდა მიემართოს ექიმს ან ჰოსპიტალს: ეპიდუოს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო პრეპარატი, თუ შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატი. ექიმი ურჩევს თუ რა ზომების მიმართოს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას. არ გამოიყენება პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო რიცხვს. არ გამოიყენება ტუბი ან ტუმბო პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25C-ზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გალდერმა
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ადაპალენი+ბენზოილ პეროქსიდი
დოზა
(1მგ+25მგ)/1გრ
ფორმა
გელი
შეფუთვა
კონტეინერი ვკუუმ-ტუმბოთი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი