კეტზი ტაბლეტი 10მგ #10

კეტზი ტაბლეტი 10მგ #10

ინდოეთი

ლაბ. ზეე
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.



ჩვენებები: სხვადასხვა გენეზის ტკივილების ხანმოკლე კუპირება, მათ შორის:
პოსტტრავმატიული ტკივილები (ამოვარდნილობის, მოტეხილობის და რბილი ქსოვილების დაზიანების შემდეგ);
პოსტოპერაციული ტკივილები (მ.შ. აბდომინალური, გინეკოლოგიური, ორთოპედიური ოპერაციების შემდეგ);
კბილის ტკივილი (მ.შ. ქირურგიული სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ);
ტკივილები მშობიარობის შემდგომ პერიოდში;
ტკივილის სინდრომი ონკოლოგიური დაავადებების დროს;
ტკივილის სინდრომი ოსტეართროზის დროს;
იშიალგია.
პრეპარატი არ გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სინდრომის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში:

პერორალურად უნიშნავენ 10 მგ ყოველ 4-6 სთ-ში. ძლიერი ტკივილების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე 3-4-ჯერ დღე-ღამეში.
საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარულად შეჰყავთ ერთჯერადი დოზით 10-30 მგ (ტკივილის სინდრომის გამოხატვისაგან დამოკიდებულებით), შემდეგ 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში. საინექციო ხსნარის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - 2 დღე.
პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (პრეპარატის ნებისმიერი ფორმისათვის) - 90 მგ.

ავადმყოფებისათვის სხეულის მასით 50 კგ-მდე, 65 წელზე მეტი ასაკისა და პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 60 მგ-ს.
უკუჩვენებები: * კუჭისადა 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების დროს;

* კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა;

* ბრონქიალური ასთმა;

* გამოხატული ცერებრო-ვასკულარული დარღვევები;

* თირკმლის ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევები, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი;

* ანამნეზში სისხლის შედედების დარღვევა;

* ჰემორაგიული დიათეზი;

* სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული მიღება;

* ორსულობა;

* მშობიარობა;

* ლაქტაცია (ძუძუთი კვება);

* ბავშვები და მოზარდული ასაკი 16 წლამდე;

* კეტოროლაკისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

კეტანოვის მიღება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისათვის სასარგებლო პოტენციალური შედეგი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

* ლაქტაციის პერიოდში კეტანოვის მიღების აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტაზე.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ზეე
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
კეტოროლაკი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი