რიპედონი ტაბლეტი 1მგ #60

რიპედონი ტაბლეტი 1მგ #60

უნგრეთი

ეგისი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Risperidonum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეიროლეპტიკები

შემადგენლობა:
რისპერიდონის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - რისპერიდონის 1მგ , 2 მგ , 3მგ-ს ან 4 მგ-ს.

ჩვენება
რისპერიდონი ინიშნება მწვავე შეტევების კუპირებისა და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის მიზნით:
- შიზოფრენიის მწვავე და ქრონიკული ფორმის ან პროდუქტიული და ნეგატიური სიმპტომატიკის გამოვლინებით მიმდინარე სხვა ფსიქოზური მოშლილობების დროს;
- სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული აფექტური მოშლილობების დროს;
- დემენციით დაავადებულ პაციენტებში ქცევითი მოშლილობების დროს აგრესიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (გაცხარება, ფიზიკური ძალადობა), ქცევითი დარღვევების (აგზნება, ბოდვა) ან ფსიქოზური სიმპტომების დროს;
- დაქვეითებული ინტელექტით ან გონებრივი განვითარების შეფერხებით 15 წელზე მეტი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილ პაციენტებში ქცევითი მოშლილობების დროს, როცა დესტრუქციული ქცევები (აგრესიულობა, იმპულსურობა, აუტოაგრესია) დაავადების კლინიკური სურათის წამყვანი სიმპტომებია;
- დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით - როგორც ხასიათის სტაბილიზატორი, მანიის სამკურნალოდ ბიპოლარული მოშლილობების დროს.

დოზირება და მიღების წესი
შიზოფრენია:
მოზრდილებსა და 15 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში რისპერიდონი ინიშნება ერთხელ ან 2-ჯერ დღეში.
საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს დღეში. მეორე დღეს საჭიროა დოზის გაზრდა 4 მგ-მდე. შემდგომ შესაძლებელია აღნიშნული დოზის შენარჩუნება ან აუცილებლობის შემთხვევაში დოზის ინდივიდუალური კორექცია. ოპტიმალური დოზა შეადგენს 4-6 მგ-ს დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულია დოზის საფეხურებრივი ზრდა და შედარებით მცირე
საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები.
პრეპარატის დღეში 10 მგ-ზე მეტი დოზით მიღება არ უზრუნველყოფს თერაპიული ეფექტის ზრდას და ამავე დროს იწვევს ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარებას.
პრეპარატის 16 მგ-ზე მეტი დოზით მკურნალობის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. დამატებითი სედატიური ეფექტის მისაღებად სედარექსთან ერთად შესაძლებელია ბენზოდიაზეპინების გამოყენება.
მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ 15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ მოიპოვება.
ხანდაზმულ პაციენტებსა და პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებით პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.5 მგ დღეში 2-ჯერ. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 1-2 მგ-მდე დღეში 2-ჯერ.
ქცევის მოშლა დემენციით დაავადებულ პაციენტებში:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.25 მგ 2-ჯერ დღეში. აუცილებლობისას შესაძლებელია დოზის გაზრდა - 0.25 მგ-ით 2-ჯერ დღეში, მაგრამ არანაკლებ ერთი დღის შემდეგ. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 0.5 მგ 2-ჯერ დღეში, თუმცა ზოგჯერ ნაჩვენებია 1 მგ-ის მიღება 2-ჯერ დღეში. ოპტიმალური დოზის მიღწევის შემდგომ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღეში ერთხელ.

ბიპოლარული მოშლილობები:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს ერთ მიღებაზე დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული დოზის გაზრდა 2 მგ-ით დღეში. უმრავლესი პაციენტებისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 2-6 მგ-ს დღეში.
ქცევის მოშლა პაციენტებში გონებრივი განვითარების შეფერხებით ან დაავადების კლინიკურ სურათში დესტრუქციული ქცევების დომინირებით:
50 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.5 მგ დღეში ერთხელ. საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 0.5 მგ-ით, მაგრამ არანაკლებ 1 დღის შემდეგ. პაციენტთა უმრავლესობისთვის ოპტიმალური დოზაა 1 მგ დღეში, თუმცა ზოგ შემთხვევაში მისაღებია 0.5 მგ ან ზოგჯერ საჭიროა დოზის გაზრდა 1.5 მგ-მდე დღეში.
50 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.25 მგ დღეში ერთხელ. საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 0.25 მგ-ით, მაგრამ არანაკლებ 1 დღის შემდეგ. პაციენტთა უმრავლესობისთვის ოპტიმალური დოზაა 0.5 მგ დღეში, თუმცა ზოგ შემთხვევაში მისაღებია 0.25 მგ ან ზოგჯერ საჭიროა დოზის გაზრდა 0.75 მგ-მდე დღეში.
მოზარდების მიერ რისპერიდონის ხანგრძლივი მიღება ექიმის მუდმივი კონტროლით უნდა ხდებოდეს.
15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისათვის რისპერიდონი არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, აჟიტირება, განგაშის შეგრძნება, თავის ტკივილი. ზოგჯერ: ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, კონცენტრირების დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეგისი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
რისპერიდონი
დოზა
1მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი