როტიკოქსი ტაბლეტი 120მგ #7

როტიკოქსი ტაბლეტი 120მგ #7

სლოვენია

კრკა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - Roticox - როტიკოქსი ტაბ.120მგ N7

გამოყენება - მედიკამენტი როტიკოქსი გამოიყენება ტკივილისა და შეშუპების (ანთების) შესამსუბუქებლად სახსრებში და კუნთებში 16 წლიდან და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი და პოდაგრა.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

როტიკოქსის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში. თუ ხართ ორსულად, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი და უნდა მიმართოთ ექიმს კონსუტლაციისათვის. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა მედიკამენტი როტიკოქსი დედის რძეში. თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან აპირებთ კვების დაწყებას, უნდა მიმართოთ ექიმს როტიკოქსის მიღებამდე. მედიკამენტი როტიკოქსის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება.
ქალებში, რომლებიც აპირებენ დაორსულებას, არ შეიძლება როტიკოქსის გამოყენება.

რეკომენდებული დოზირება:

ოსტეოართროზი: რეკომენდებული დოზირება შეადგენს 30 მგ ეტორიკოკსიბს დღეში ერთჯერ, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 60 მგ-მდე დღეში ერთჯერ.
რევმატოიდული ართრიტი: რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ ეტორიკოკსიბს დღეში ერთჯერ. დოზირების გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 90 მგ-მდე.
მაანკილოზირებელი სპონდილიზი: რეკომენდებული დოზირება შეადგენს 60 მგ ეტორიკოქსიბს დღეში ერთჯერ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზირების გაზრდა მაქსიმუმ 90 მგ-მდე დღეში ერთჯერ.
მწვავე ტკივილი: ეტორიკოქსიბის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მწვავე ტკივილის პერიოდში.
პოდაგრა: რეკომენდებული დოზირება შეადენს 120 მგ დღეში ერთჯერ. შესაძლებელია მხოლოდ მწვავე ტკივილის დროს და მაქსიმუმ 8 დღის განმავლობაში გამოყენება.
სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევის შემდგომი ტკივილები: რეკომენდებული დოზირება შეადგენს 90 მგ დღეში ერთჯერ. შესაძლებელია გამოყენება 3 დღის განმავლობაში.
პაციენტები ღვიძლის დაავადებით: თუ აღინიშნება ღვიძლის მსუბუქი დარღვევები, არ შეიძლება 60 მგ-ზე მეტი დოზირების მიღება დღეში. თუ აღინიშნება ღვიძლის ზომიერი დარღვევები, მაშინ არ შეიძლება 30 მგ -ზე მეტი დოზირების მიღება დღეში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
ეტორიკოქსიბი
დოზა
120მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
7
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი