ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება
ჩვენებები: მოუსვენრობა, შფოთვა, ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიითა და ქოშინით; მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა; კონცენტრაციის დაქვეითება, ძილის დარღვევები, ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი არტერიული წნევის მომატებით; კლიმაქტერული სინდრომი, მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობა - ანგიონევროზი და ვეგეტონევროზი .
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: რეკომენდებულია 2 კაფსულა დღეში, ხანგრძლივად მისაღებად. უფროსი ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა ერთხელ დღეში. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე ოდენობით სითხის მიყოლებით.