ჩვენებები: ზომიერი ინტენსივობის მტკივნეული სინდრომის ხანმოკლე მკურნალობა, განსაკუთრებით ქირურგიული ჩარევის შემდეგ; ინფექციურ-ანთებითი დაავადების ფონზე მიმდინარე ციებ-ცხელების ხანმოკლე მკურნალობა; პარაცეტამოლი გამოიყენება ტკივილის სწრაფად მოსახსნელად, ასევე როდესაც ვერ ხერხდება პერორალური მკურნალობა; ბავშვები: ტკივილის და ჰიპერთერმიის სიმპტომური მკურნალობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის ან პროპაცეტამოლის ჰიდროქლორიდის (პარაცეტამოლის პროწამალი) ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; 1 წლამდე ასაკი.
გამოყენების წესი და დოზები: კეთდება ვენაში (ი-ვ), ერთჯერადად ინფუზიის სახით 15 წუთის განმავლობაში. გამოიყენება 1 წლიდან ასაკის მეტი 10კგ წონის ბავშვებში მხოლოდ ტკივილის და ჰიპერთერმიის სიმპტომური მკურნალობისას ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა!
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.