რატიზოლი ტაბლეტი 10მგ #30

რატიზოლი ტაბლეტი 10მგ #30

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ატორვასტატინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
რატიზოლი 10/20: თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები;
რატიზოლი 40: თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები, ცალ მხარეს ჭდით.

შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ატორვასტატინ კალციუმს, 10, 20 ან 40 მგ ატორვასტატინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, პოლისორბატი 60, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი; შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Oპადრყ წჰიტე 03F28342: (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი 6000)).
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 10, 20 ან 40 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორი.

ჩვენება:
- გამოიყენება დამატებით, დიეტასთან ერთად, მომატებული საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების დონის დასაწევად, მსლპ-ის დონის ასამაღლებლად პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, ოჯახური და არაოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული ჰიპერლიპიდემიის (ტიპი IIა და IIბ ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ მოსალოდნელ ეფექტს;
- დიეტასთან კომბინაციაში ტრიგლიცერიდების მომატებული შრატის დონის (ტიპი IV ფრედრიქსონის მიხედვით) და დისბეტალიპოპროტეინემიის (ტიპი III ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც დიეტოთერაპიას არ აქვს ადეკვატური ეფექტი;
- საერთო ქოლესტერინისა და დსლპ-ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტოთერაპიას და მკურნალობის სხვა არაფარმაკოლოგიურ საშუალებებს აქვს არასაკმარისი ეფექტი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად დღეღამის ნებისმიერ პერიოდში.
მკურნალობის პერიოდში პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით. დოზის შერჩევა ხდება ქოლესტერინის/დსლპ საწყისი დონის, თერაპიის მიზნებისა და ინდივიდუალური ეფექტის გათვალისწინებით. საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. Dდოზის კორექტირება ხდება 4- კვირიანი ინტერვალით. Mმაქსიმალური დღიური დოზაა 80 მგ.

გვერდითი მოვლენები:
რატიზოლი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები მსუბუქია და ატარებს გარდამავალ ხასიათს.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავის ტკივილი, ასთენიური სინდრომი, შეუძლოდ ყოფნა, თავბრუ, ამნეზია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპოესთეზია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, შეკრულობა, მეტეორიზმი, ანორექსია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიალგია, ტკივილი ზურგის არეში, კუნთოვანი სპაზმი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგიები, რაბდომიოლიზი;
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ბულოზური გამონაყარი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია, შრატისმიერი კრეატინფოსფოკინაზების მომატება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია;
სხვა: იმპოტენცია, პერიფერიული შეშუპებები, სხეულის წონის გაზრდა, ტკივილი მკერდის არეში, თირკმლის მეორადი უკმარისობა, ალოპეცია, ყურებში ხმაურის შეგრძნება, გადაღლილობა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ატორვასტატინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი