ბოლტარინ პლუსი ტაბლეტი 50მგ #10

ბოლტარინ პლუსი ტაბლეტი 50მგ #10

ინდოეთი

შრიჩემ ფარმაციუტიკალსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: diclofenac;
1 ტაბლეტი შეიცავს კალიუმის დიკლოფენაკის 25 მგ ან 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის შიდა შემცველობა - სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, კალციუმის ფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი სიმინდის, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ა ტიპი);
ტაბლეტის საფარი - ცელულოზა მიკროკრისტალური, რკინის ოქსიდი წითელი (Е 172), ტიტანის დიოქსიდი (Е 171), პოვიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 8000, საქაროზა, ტალკი.

სამკურნალწამლო ფორმა.
საქაროზას გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმკოთერაპიული ჯგუფი.
არასტეროიდული ანთებასაწინააღმდეგო და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები. ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნაერთები.
АТС კოდი М01А В05.კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ვოლტარენ® რაპიდი 25 მგ და 50 მგ
ისეთი მწვავე მდგომარეობების მოკლევადიანი მკურნალობა (მაქსიმუმ 2 კვირა), როგორებიცაა:
• პოსტტრავმული ტკივილი, ანთება და შეშუპება, მაგალითად, დაჭიმვების შედეგად;
• პოსტოპერაციული ტკივილი, ანთება და შეშუპება, მაგალითად, სტომატოლოგიური ან ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ;
• ტკივილი და/ან ანთება, რომელიც თან ახლავს ანთებით გინეკოლოგიურ დაავადებებს, მაგალითად, პირველად დისმენორეას ან ადნექსიტს;
• ტკივილის სინდრომები ხერხემლის მხრიდან;
• სახსარგარე ქსოვილების რევმატული დაავადებები;
• როგორც დამხმარე საშუალება LOR-ორგანოების ინფექციებისას, მაგალითად, ფარინგოტონზილიტის, ოტიტის დროს, რიმლებსაც თან სდევს გამოხატული ტკივილი და ანთება.
ვოლტარენ® რაპიდი 50 მგ მოზრდილი პაციენტებისათვის
• შაკიკის შეტევები მომასწავებელი ნიშნებით ან მათ გარეშე.
ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობის მიმართ საყოველთაოდ მიღებული მიდგომების თანახმად, აუცილებელია აგრეთვე ეტიოტროპული საშუალებების გამოყენება. ტემპერატურის იზოლირებული აწევა არ წარმოადგენს ჩვენებას ვოლტარენ® რაპიდის გამოსაყენებლად.

უკუჩვენებები.
• ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებისა ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
• ანამნეზში ალერგიული რეაქციები ბრონქოსპაზმის, ჭინჭრის ცხელების, მწვავწე რინიტის, ნაზალური პოლიპების სახით ან ალერგიის მსგავსი სიმპტომები, აცეტილსალიცილის მჟავისა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ.
• კუჭის წყლული და/ან დუოდენალური წყლულები, კუჭ-ნაწლავური სისხლდენები ან პერფორაცია.
• კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დავადება ან წყლულოვანი კოლიტი).
• ღვიძლის უკმარისობა (С კლასი ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით, ღვიძლის ცეროზი და ასციტი).
• თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ.)
• გულის მძიმე უკმარისობა (კლასი III-IV NYHA-ს მიხედვით).
• პოსტოპერაციული ტკივილის თერაპია გულზე ოპერაციების შემდეგ.
• ორსულობის ბოლო ტრემესტრი

გამოყენების წესი და დოზები.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაუღეჭავად, უნდა მიაყოლოთ წყალი, საასურველია ჭამის წინ.
რეკომენდებულია დოზის შერჩევა ინდივიდუალურად. გვერდითი რეაქციები შეიძლება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღებისას რაც შეიძლება ხანმოკლე დროის პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომებზე კონტროლისთვის.
14 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის და ზემოთ სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100 მგ, რომელიც უნდა იქნას დაყოფილი 2-3 მიღებაზე. არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 150 მგ. მონაცემები ვოლტარენ® რაპიდის გამოყენების შესახებ შაკიკის შეტევების სამკურნალოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ამჟამად არ არსებობს.
მოზრდილთათვის პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-150 მგ დღე-ღამეში. სიმპტომების ზომიერი გამოხატულობის შემთხვევაში, როგორც წესი, საკმარისია პრეპარატის 75-100 მგ-ით დოზის გამოყენება დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა უნდა იქნას დაყოფილი 2-3 მიღებაზე.
პირველადი დისმენორეისას ვოლტარენ® რაპიდის სადღეღამისო დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 50-100 მგ. აუცილებლობის შემთხვევაში, მომდევნო რამოდენიმე მენსტრულური ციკლის განმავლობაში დოზას ზრდიან მაქსიმუმამდე - 200 მგ დღე-ღამეში. ვოლტარენ® რაპიდის ტაბლეტების გამოყენება უნდა იქნას დაწყებული პირველი სიმპტომების გაჩენისას და გაგრძელდება რამოდენიმე დღის განმავლობაში რეაქციისა და სიმპტომატიკის შესაბამისად.
შაკიკი.
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული შეტევის პირველი ნიშნებისას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
შრიჩემ ფარმაციუტიკალსი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი