სელენაზა RP ტაბლეტი 79მკგ #100

სელენაზა RP ტაბლეტი 79მკგ #100

გერმანია

არტეზან ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Sodium Selenit pentahydrate
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატი

79 მკგ სელენი ყოველ ტაბლეტში
სელენაზა® RP ტაბლეტები არის მიკროელემენტების პრეპარატი.
გამოყენების ჩვენებები:
დადასტურებული სელენის დეფიციტი, რომლის აღდგენაც საკვების მიღებით შეუძლებელია:
სელენის ნაკლებობა შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგით:
- მალდიგესტიის და მალაბსორბციის მდგომარეობით (საჭმლის მონელების დარღვევის ან დასუსტების შედეგად)
შეზღუდული ან არასრულფასოვანი კვების შედეგად.
სელენაზა® RP ტაბლეტები ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში.
თუ ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად, რეკომენდებული დოზირება შეადგენს:
1 ტაბლეტს დღეში. ექიმის მითითებით შესაძლებელია დოზირების ხანმოკლე დროის განმავლობაში 4 ტაბლეტამდე დღეში გაზრდა (დაახლ. 300 მკგ სელენი).

მიღების წესი:
სელენაზა® RP ტაბლეტები უნდა მიიღოთ სითხის მიყოლებით - რეკომენდებულია ერთ ჭიქა წყალთან ერთად მიღება.
მიღების ხანგრძლივობა:
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სელენის დონის ნორმალიზებამდე (პლაზმაში სელენის რაოდენობა 80-120 მკგ/ლ, სისხლში 100-140მკგ/ლ). რეკომენდებულია სელენის დონის რეგულარული კონტროლი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მედიკამენტის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, უნდა აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ ასევე ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ აცნობოთ წამლის და სამედიცინო პროდუქტის ფედერაციულ ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიურ განყოფილებას
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
არტეზან ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
სელენი
დოზა
79მკგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი