საერთაშორისო დასახელება - lactobacillus acidophilus, lactobacillus plantarum, bifidobacterium longum, bifidobacterium bifidum, lactobacillus fermentum, streptococcus thermophilus, streptococcus faecium, escherichia coli კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები შემადგენლობა 1 გრამი ტაბლეტი შეიცავს ცოცხალი ნაწლავური მიკროფლორის ბაქტერიებს რაოდენობით 1 გრამში 107
ჩვენებები ბიოლოგიური ტაბლეტირებული პრეპარატი უკუჩვენების გარეშე ფლორანორმით მკურნალობა ნაჩვენებია მოზრდილ და 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემდეგი დაავადებების შემთხვევაში: - მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები; - სხვადასხვა ეთიოლოგიის დიზბაქტერიოზები, მათ შორის ანტიბიოტიკების და სულფანილამიდური პრეპარატების გამოყენებით გამოწვეული დისბაქტერიოზები; -ნაწლავთა დისფუნქცია ან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების შემთხვევაში - პოსტკლინიკურ პერიოდში მყოფი ავადმყოფები, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადებები, ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის პერიოდში, სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
მიღების წესები და დოზები ფლორანორმის ტაბლეტები მიიღებაშიგნით ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. მცირეწლოვან ბავშვებს აძლევენ დაფხვნილ და ანადუღარ ოთახის ტემპერატურის წყალში ან თბილ წყალში გახსნილ თითო ტაბლეტს დღეში 2-ჯერ, ხოლო მოზრდილებს სამკურნალოდ უნიშნავენ თთო ტაბლეტს დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 5-6 კვირაა.
გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი
უკუჩვენება პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია
ჭარბი დოზირება არ ახასიათებს
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ არის აღწერილი
შენახვის პირობები და ვადები 2 წელი. ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ არის ტოკსიკური. შენახვის პირობები: მშრალი, გრილი, სინათლისაგან დაცული ადგილი