მასტოდინონი ტაბლეტი #60

მასტოდინონი ტაბლეტი #60

გერმანია

ბიონორიკა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Agnus castus+Caulophyllum thalictroides*
წამლის ფორმა: ჰომეოპათიური ტაბლეტები
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს :
Agnus castus (ადამის ხე ან ხეპილპილა) D1 162მგ
Caulophyllum thalictroides (კაულოფილიუმი ) D4 81მგ
Cyclamen ( ყოჩივარდა ) D4 81მგ
Ignatia ( ქუჩულა ) D6 81მგ
Iris ( ზამბახი ) D2 162მგ
Lilium tigrinum (შროშანი) D3 81მგ
სხვა ინგრედიენტები :
ლაქტოზის მონოჰიდრატი , სახამებელი , მაგნიუმის სტეარატი
აღწერილობა :
მრგვალი , ბრტყელცილინდრული ფორმის , ჩალისფერი ტაბლეტები , შესაძლებელია ღია - ყავისფერი ჩაწინწკვლა .

ჩვენებები :
სიმპტომატური საშუალება კომპლექსურ თერაპიაში :
პრემენსტრუალური სინდრომი ( მასტოდინია, დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლების არეში, შეშუპება, თავის ტკივილი/ შაკიკი, ფსიქიური ლაბილობა,)
ფიბროზულ- კისტოზური მასტოპათია.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა და/ ან უნაყოფობა, გამოწვეული ყვითელი სხეულების უკმარისობით.

დოზირების რეჟიმი:
მიიღება თითო ტაბლეტი 2- ჯერ დღეში ( დილით და საღამოს) მცირე ოდენობით წყლის დაყოლებით.
მასტოდინონი მიიღება არანაკლებ 3 თვის განმავლობაში, მათ შორის მენსტრუაციის პერიოდშიც. მკურნალობის ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება 6 კვირის განმავლობაში. თუ მკურნალობის დამთავრების შემდეგ გამოვლინდა ჩივილები, საჭიროა განაგრძოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი კარგი ამტანობის გამო გამოიყენება ხანგრძლივი თერაპიისათვის

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
იშვიათ შემთხვევაში, აღინიშნება ტკივილი კუჭის არეში , ღებინება, გულისრევა, სხეულის მასის უმნიშვნელო მატება, ეგზანთემა, აკნე და თავის ტკივილი.
" Agnus castus"- ის შემცველი პრეპარატის მიღებისას, შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში, დროებითი ფსიქომოტორული აღზგნება, გონების დაბინდვა და ჰალუცინაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების შესუსტება დოფამინის ანტაგონისტებთან კომბინირებული გამოყენების დროს .

განსაკუთრებული მითითებები :
თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებების მოქმედების ეფექტურობაზე .
მასტოდინონის ტაბლეტები არ გამოიყენება მკერდის ავთვისებიანი დაავადების მკურნალობისათვის . ხანგრძლივი გაურკვეველი და განმეორებითი ჩივილების დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს , რადგან შესაძლებელია საქმე გვქონდეს ისეთ დაავადებებთან , რომლებიც საჭიროებენ ექიმის აუცილებელ მეთვალყურეობას .
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას .
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიონორიკა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ადამის ხე /ხეპილპილა/+სამატლე+ყოჩივარად+ქუჩულა+ზამბახა
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი