არკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის ხსნარი ორალური ამპულა #20
არკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის ხსნარი ორალური ამპულა #20

არკოფლუიდი კომფორტული მონელებისთვის ხსნარი ორალური ამპულა #20

საფრანგეთი

არკოფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ორგანული მცენარეული ექსტრაქტი (350მგ ორგანული არტიშოკის მცენარისგან მიღებული, 315მგ ორგანული როზმარინის ფოთოლი (ROSMARINUS OFFICINALIS) და 315მგ ანგელოზას ფესვი), კონცენტრირებული ორგანული შავი ბოლოკის წვენი (RAPHANUS SATIVUS VAR. NIGER), კონცენტრირებული ორგანული ვაშლის წვენი (MALUS DOMESTICA). ყოველი ამპულა შეიცავს: მცენარეების ექსტრაქტი: 7.4გ, კონცენტრირებული შავი ბოლოკის წვენი: 1.6გ, კონცენტრირებული ვაშლის წვენი: 1.6გ. არტიშოკი უზრუნველყოფს ღვიძლის განთავისუფლებას ტოქსინებისა და ცხიმებისგან.

ჩვენება: ARKOFLUIDS კომფორტული მონელებისთვის: მისი მიღება უმჯობესია ღვიძლის პრობლემების მკურნალობისას, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, დიდი წვეულებებისა და არაჯანსაღი სადილების შემდეგ. ნგელოზა ხსნის შებერილობის შეგრძნებას, როზმარინი კი ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
შავი ბოლოკი-ღვიძლის გამწმენდი, აჩქარებს ღვიძლის ფუნქციას და სწრაფად ამუშავებს შემწვარი საკვების, ალკოჰოლის, შოკოლადისა და მედიკამენტებისგან დატოვებულ ნარჩენებს.

გამოყენების წესები: მისი მიღება რეკომენდირებულია 12 წლიდან. დღიური ნორმაა ერთი ამპულა საუზმემდე. მნიშვნელოვანია, დაიცვან რეკომენდებული დოზები. არაა რეკომენდებული ორსულებისთვისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის.
გასათვალისწინებელია პროდუქტის ბუნებრივი მახასიათებლები, გახსნისას შეიძლება მცირე რაოდენობით გადმოიღვაროს, თუმცა ეს ხარისხზე არ მოქმედებს.
გახსნამდე, ამპულის ორივე ბოლო თითებით უნდა დაამუშავონ და ქაღალდის ხელსახოცის დახმარებით, ეტაპობრივად, ჯერ მოხსენან ერთი დაბოლოდება და არსებული სითხე მოათავსონ შესაბამის ჭურჭელში, შემდეგ იგივე პრინციპით-მეორე. დაამატონ 125მლ წყალი ან ხილის წვენი. საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი ამპულებში, #20 ამპულა.

მწარმოებელი: კომპანია არკოფარმა. არკოფარმა დაარსდა 1980 წელს, ექიმ რომბის მიერ. 1982 წელს არკოფარმამ პირველმა წარადგინა მცენარეული საკვები დანამატი კაფსულის ფორმაში. კომპანიამ 1985 წელს პირველმა აითვისა ნედლეულის კრიოგენური დაფქვის მეთოდი, ხოლო 1986 წელს აღიარებულ იქნა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

1997 წელს არკოფარმას სრული ასორტიმენტი მოიცავდა ფიტოპრეპარატებს და გახდნენ ლიდერები ფიტოთერაპიაში.

არკოფარმას პროდუქცია იწარმოება საფრანგეთში, კაროსში, ზღვისპირა ალპებში. კომპანია აკონტროლებს ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებას, მის გადამუშავებას და წარმოებას.
არკოფარმას აქვს ექსკლუზიური ფორმულაცია: მწვანე ფორმულაცია, რაც მოიცავს რომ პროდუქცია შეიცავს მხოლოდ ნატურალური წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტს, არის ვეგანური და აგლუტენური, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე, სადავო ინგრედიენტების, კონსერვატებისა და საღებავის გარეშე. შემავსებლის რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია და ძირითადად გამოიყენება მცენარისგან მიღებული დაუმუშავებელი შემავსებელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
არკოფარმა
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
შავი ბოლოკი+ვაშლის წვენი
ფორმა
ხსნარი ორალური
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი