არკოკაფსი ომეგა 3 კაფსულა #60

არკოკაფსი ომეგა 3 კაფსულა #60

საფრანგეთი

არკოფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თევზის ცხიმი, რომელიც მდიდარია EPA და DHA ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტები-ექსტრაქტი მდიდარია ტოკოფეროლებით, პროპილ გალატით და ასკორბილ პალმიტატით. კაფსულის გარსი შეიცავს ჟელატინს, გლიცეროლს. ყოველი 4 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი-2080მგ, ომეგა 3-ის კონცენტრაცია-750მგ; ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA)-400მგ; დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA)-250მგ.

ჩვენება: ARKOCAPS ომეგა 3-ის მიღება უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ორგანიზმს აწვდის საჭირო რაოდენობის ცხიმოვან მჟავებს, ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლა და არის ძლიერი იმუნოსტიმულატორი

გამოყენების წესი: დასაშვებია 6 წლიდან, 4 კაფსულა დღეში საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
თუ პაციენტი გადის ანტიკუაგულანტურ მკურნალობას, საკვებ-დანამატის მიღებამდე მნიშვნელოვანია გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.
საჭიროა რეკომენდებული დოზების დაცვა. საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა#60.

მწარმოებელი: კომპანია არკოფარმა. არკოფარმა დაარსდა 1980 წელს, ექიმ რომბის მიერ. 1982 წელს არკოფარმამ პირველმა წარადგინა მცენარეული საკვები დანამატი კაფსულის ფორმაში. კომპანიამ 1985 წელს პირველმა აითვისა ნედლეულის კრიოგენური დაფქვის მეთოდი, ხოლო 1986 წელს აღიარებულ იქნა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

1997 წელს არკოფარმას სრული ასორტიმენტი მოიცავდა ფიტოპრეპარატებს და გახდნენ ლიდერები ფიტოთერაპიაში.

არკოფარმას პროდუქცია იწარმოება საფრანგეთში, კაროსში, ზღვისპირა ალპებში. კომპანია აკონტროლებს ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებას, მის გადამუშავებას და წარმოებას.
არკოფარმას აქვს ექსკლუზიური ფორმულაცია: მწვანე ფორმულაცია, რაც მოიცავს რომ პროდუქცია შეიცავს მხოლოდ ნატურალური წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტს, არის ვეგანური და აგლუტენური, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე, სადავო ინგრედიენტების, კონსერვატებისა და საღებავის გარეშე. შემავსებლის რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია და ძირითადად გამოიყენება მცენარისგან მიღებული დაუმუშავებელი შემავსებელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
არკოფარმა
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
თევზის ქონი (ომეგა-3) /EPA+DHA/
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი