დუინუმი ტაბლეტი 50მგ #10

დუინუმი ტაბლეტი 50მგ #10

საბერძნეთი

მედოქემი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): clomiphene citrate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენდოკრინოლოგია → ჰიპოფიზის ჰორმონების პროდუქციაზე მოქმედი საშუალებები → გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციის მასტიმულირებელი საშუალებები
დუინუმის ჩვენებები:

. ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-საკვერცხის დისფუნქციით გამოწვეული უნაყოფობა და ოვულაციის სტიმულაცია.

. საკვერცხის პოლიკისტოზთან დაკავშირებული ანოვულაცია.
ნუ მიიღებთ დუინუმს შემდეგ შემთხვევებში:

- თუ თქვენ ალერგიული ბრძანდებით კლომიფენის ან დუინუმის სხვა ინგრედიენტების მიმართ (აღნიშნულია მე–6 პუნქტში); ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება;

- თუ ღვიძლის დაავადება გაქვთ ან ოდესმე გქონიათ;

- თუ უჩვეულო მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ და ამის მიზეზი არ არის ცნობილი;

– თუ დაავადებული ხართ ჰორმონებზე დამოკიდებული კიბოს რომელიმე ფორმით;

- თუ თქვენ გაქვთ საკვერცხის კისტა;

- თუ ორსულად ხართ; კლომიფენის მიღებამდე საჭიროა ჩაიტაროთ ტესტი, რათა დარწმუნდეთ, ხართ თუ არა ორსულად.

არ მიიღოთ პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული პუნქტი თქვენ გეხებათ.

დუინუმით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა, თქვენმა ექიმმა შეამოწმოს უნაყოფობის პრობლემის სხვა მიზეზებიც.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ მედიკამენტის მიღბამდე გაიარეთ შესაბამისი კონსულტაციები თქვენს ექიმთან

როგორ მივიღოთ დუინუმი

მკურნალობის პირველ ეტაპზე მიიღება ერთი აბი ციკლის მე-2 ან მე-3 ან მე-4 ან მე-5 დღიდან 5 დღის განმავლობაში.

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ დუინუმის აბები საწყისი შეფუთვით 25C
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მედოქემი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
კლომიფენის ციტრატი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი