თრომბო-აცც ტაბლეტი 100მგ #100

თრომბო-აცც ტაბლეტი 100მგ #100

ლატვია

ლანახერი
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო საშუალება (ანტიაგრეგანტი).
ჩვენებები:

არასტაბილური სტენოკარდია;
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
გულის იშემიური დაავადების ფონზე მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის შემცირება;
სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (აორტო-კორონარული შუნტირება, კორონარული ანგიოპლასტიკა);
ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევებისა და ინსულტების პროფილაქტიკა;
მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა;
შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკა.
დოზირების რეჟიმი:

რეკომენდებულია შემდეგი დოზირების დაცვა:

- არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 100-300 მგ თრომბასპინი. თანამოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დღეში 100 მგ თრომბასპინის დანიშვნა;

- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ინიშნება 100 მგ/დღეში;

- მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 300 მგ/დღეში;

- მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკის, შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში ან 300 მგ დღეგამოშვებით.

თრომბასპინი ინიშნება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. თრომბასპინი, როგორც ანტიაგრეგანტული პრეპარატი, განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით მკურნალობისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი-ექიმი.
უკუჩვენებები:

*აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობა;

*ჰემორაგიული დიათეზი;

*მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰემოფილია;

*კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი გამწვავების ფაზაში;

*ნეფროლითიაზი;

*ორსულობის III ტრიმესტრი.

განსაკუთრებული მითითებები:

*პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

*ლაქტაციის პერიოდში თრომბასპინის მიღება, ჩვეულებრივ არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას.

*პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში;

*ანამნეზში - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების დროს.
შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლანახერი
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
აცეტილსალიცილის მჟ
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი