პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Simethicone
საჭმლის მომნელებელი პროცესების დარღვევა, არასწორი კვება, შებერილობის თვისების მქონე საკვები და ასვე ჰაერის ჩაყლაპვა ხშირად იწვევს მუცლის შებერილობას. ეს ართულებს ან სრულიად შეუძლებელს ხდის ნაწლავის კედლის მეშვეობით გაზების ნორმალურ შეწოვას. გაზის დაგროვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გვხვდება დუნე, პატარა ბუშტუკიანი ქაფის სახით. ანტიფლატში აქტიური ნივთიერება - სიმეტიკონი იწვევს ქაფის დაშლას. ეს ნაწლავის გაზებს საშუალებას აძლევს ბუნებრივად გამოვიდეს. თავად აქტიური ნივთიერება არ შეიწოვება სისხლში და გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით. ანტიფლატის მიღება ჩვეულებრივ იწვევს დისკომფორტისგან სწრაფ გათავისუფლებას შვების შეგრძნებით და აქრობს დაძაბულობის შეგრძნებას შებერილ მუცელში. ასევე დიაფრაგმის გადაადგილებით გამოწვეული გულის შეტევები (ე.წ. რუმჰელდის სინდრომი), ქრება მცირე ხნის შემდეგ.
ანტიფლატი გამოიყენება მოზრდილებისთვის, მოზარდებისათვის და 2 წელს ზემოთ ბავშვებისთვის.
- კუჭ-ნაწლავის არეში გაზების ჭარბი წარმოქმნისა და გაზების დაგროვების (მეტეორიზმი) შეგრძნების დროს, როგორიცაა შებერილობა, სისავსის შეგრძნება და დაძაბულობის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, ჰაერის ჩაყლაპვით, არასწორი კვებით ან დიეტით.
- ოპერაციის შემდეგ გაზების წარმოქმნის დროს და ასევე რუმჰელდის სინდრომის დროს.
- მუცლის არეში დიაგნოსტიკური გამოკვლევებისთვის მომზადება გაზის ჩრდილების შესამცირებლად (ულტრაბგერითი გამოკვლევა, რენტგენი).
ბავშვები და მოზარდები
ანტიფლატი დაშვებულია 2 წლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად.
2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია სუსპენზიის სახით მიღება. ამ მიზნით ხელმისაწვდომია ანტიფლატის წვეთები.
ანტიფლატის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არის ცნობილი ურთიერთქმედება, ანტიფლატის გავლენა სხვა წამლებზე არ არის გამორიცხული.
ანტიფლატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვების ან სასმელის გავლენა ანტიფლატის ეფექტზე ცნობილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან სიმეთიკონი არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ, ანტიფლატი შეიძლება დაინიშნოს ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ანტიფლატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ზუსტად დაიცავით დოზა.
გაზების და შებერილობის შეგრძნების სამკურნალოდ რეკომენდებულია შემდეგი:
- მიიღება 1 ან 2 საღეჭი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, 1 ან 2 საღეჭი ტაბლეტის მიღება ასევე შესაძლებელია ძილის წინ.
- მუცლის არეში სადიაგნოსტიკო გამოკვლევისთვის მოსამზადებლად მოზრდილები იღებენ 2 ან 3 საღეჭ ტაბლეტს გამოკვლევის წინა დღეს, ყოველი ჭამის შემდეგ და გამოკვლევის დღეს დილით.
გამოყენების ტიპი:
აუცილებლად დაღეჭეთ ტაბლეტები სანამ გადაყლაპავთ.
გამოყენების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების ტიპსა და მიმდინარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში, ანტიფლატის მიღება შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუ სიმპტომები შენარჩუნებულია ან თუ გამოყენებიდან მოსალოდნელი შედეგი არ იქნება მიღებული, ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის რჩევა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
132582