შემადგენლობა: თითო უგარსო ტაბლეტი შეიცავს:დიციკლომინის ჰიდროქლორიდი ბრ.ფ 20 მგ, პარაცეტამოლი ბრ.ფ 500მგ, შემავსებელი საკმარისი რაოდენობით.
ჩვენება: სწრაფი და ხანგრძლივი გაუტკივარების მიღწევისთვის შემდეგი პათოლოგიებისას: ნაწლავის კოლიკა; ღვიძლის კოლიკა; თირკმლის კოლიკა და დისმენორეა; დოზირება: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ან ექიმის მითითების მიხედვით. დისმენორეისას ნო-სპაზმას ტაბლეტები მიიღება მენსტრუალური ტკივილის აღმოცენებისას და მიღება საჭიროა სანამ ექიმის აზრით სიმპტომები გრძელდება.
უკუჩვენება: ნაწლავის ანთება, კუჭის წყლული ან ნაწლავის დაწყლულება, ღვიძლის ან თირკმლის დარღვევები, მომატებული მგრძნობელობა ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიმართ.
უსაფრთხოების ზომები: რეკომენდირებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება. დეჰიდრატაციის ან თირკმლის დაავადების მქონე ავადმყოფებში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული ავადმყოფების მკურნალობისას. გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია- გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში,იშვიათად ალერგიული რეაქციები, ანემია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია.