ბლოკიუმ B-12 ი/მ ხსნარი საინექციო 75მგ+2მგ+10მგ 3მლ ამპულა #5
ბლოკიუმ B-12 ი/მ ხსნარი საინექციო 75მგ+2მგ+10მგ 3მლ ამპულა #5

ბლოკიუმ B-12 ი/მ ხსნარი საინექციო 75მგ+2მგ+10მგ 3მლ ამპულა #5

არგენტინა

ლაბ. კასასკო
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ბლოკიუმ B 12 საინექციო ფორმა: თითოეული ამპულა გამხსნელით შეიცავს: დიკლოფენაკის კალიუმი 75,00მგ, ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი 2,63მგ, ბენზოლის სპირტი 0,06მგ, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი 4,98მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი q.s. pH 8,4, მეთილპარაბენი 2,4მგ, პროპილპარაბენი 0,45მგ, პროპილენგლიკოლი 576მგ, საინექციო წყალი q.s. 3,0მლ. თითოეული ლიოფილიზატის ფლაკონი-ამპულა შეიცავს: ჰიდროქსიკობალამინი 10,00მგ, დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 87,00მგ.

ჩვენება: რევმატიზმის მწვავე ანთებითი მოვლენები; ლუმბოციატალგია; კისრის ბრაქიალგია; პოლირადიკულონეიროპათია.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების მიმართ; ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის და სხვა ანთების საწინაარმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ; აქტიური გასტროდუოდენალური წყლული; თირკმელების მწვავე უკმარისობა; ღვიძლის უკმარისობა; მძიმე დეკომპენსირებული გულის უკმარისობა; არტერიული ჰიპერტენზია; უსისტემური მიკოზი; უ აქტიური ტუბერკულოზი; პოდაგრა; A, B და არა A-B ჰეპატიტი და სხვა ვირუსული ინფექციები; ანტიკოაგულაციური მკურნალობა; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

დოზირება და მიღების წესი: 1-2 ფლაკონი დღეში, მხოლოდ ღრმა ინტრამუსკულარული ინექციის გზით. ამპულის შემადგენლობა უნდა შეერიოს ფლაკონისას და ოდნავ უნდა შეინჯღრეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე და სამედიცინო კრიტერიუმებზე. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული კორტიკოთერაპიის დროს არსებობს კორტიკოსუპრარენალური უკმარისობის განვითარების რისკი, რაც გამოიხატება აკტჰ-ს (ACTH) გამოყოფის დათრგუნვით და თირკმელზედა ჯირკვლის ატროფიით. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს პროგრესულად, რათა თავიდან იქნას აცილებული ზემოთ აღნიშნული გართულებები. არ არის სასურველი ბლოკიუმ B12–ის ინექციის გამოყენება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუ არ არის განსაკუთრებული ჩვენება, ბლოკიუმ B12 არ გამოიყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით გესტაციის ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში, რადგანაც დიკლოფენაკმა შესაძლოა დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი და გამოიწვიოს ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა. კორტიკოსტეროიდები გადადიან დედის რძეში, რის გამოც ამ დროს არაა რეკომენდებული მათი გამოყენება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: პრეპარატის პარენტერალური გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი რეაქციები: ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია, კანის და კანქვეშა ატროფია, სტერილური აბსცესები; თირკმელების მწვავე უკმარისობის, ჰემატურიის და პროტეინურიის ცალკეული შემთხვევები; ლეიკოპენიის, ჰემოლიზური ანემიის და აგრანულოციტოზის ცალკეული შემთხვევები; არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა და გულის ფრიალი; ნატრიუმის შეკავება, შეშუპება, კალიუმის გამოყოფა და ჰიპოკალემიური ალკალოზი; კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება, ოსტეოპოროზი, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ბარძაყის ან მხრის ძვლის თავის მოტეხილობა, გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა; მენსტრუალური დარღვევები, კუშინგოიდური მდგომარეობა, ბავშვებში ზრდის შეფერხება, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რომელიც განსაკუთრებით ვითარდება სტრესული სიტუაციების დროს, როგორიცაა ტრავმა, ოპერაცია, სისტემური დაავადებები. ნახშირწყლების მიმართ შემცირებული ტოლერანტობა, ინსულინის და შიგნით მისაღები ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მიმართ გაზრდილი მოთხოვნილება დიაბეტიან პაციენტებში; უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, გაზრდილი თვალშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფთალმი და შუილი ყურებში; ნეგატიური აზოტის ბალანსი, რაც გამოწვეულია ცილების კატაბოლიზმით.დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა ღებინების გამოწვევითშეფუთვა: ლიოფილიზებული ფხვნილის 5 ფლაკონი-ამპულა და გამხსნელის 5 ამპულა.

შენახვის წესი: ინახება ცივ და მშრალ ადგილას, 15-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

წარმოებულია არგენტინაში ლაბორატორიოს კასასკო, ბუენოს აირესი.
ელ.ფოსტა: info@casasco.com.ar
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. კასასკო
ქვეყანა
არგენტინა
ჯენერიკი
დიკლოფენაკი+ბეტამეტაზონი+ჰიდროქსიკობალამინი
დოზა
75მგ+2მგ+10მგ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
3მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი