ალოპურინოლი ტაბლეტი 300მგ  #28

ალოპურინოლი ტაბლეტი 300მგ #28

დიდი ბრიტანეთი

კრესცენტ ფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიურ ნივთიერება: ალოპურინოლი 300 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც თრგუნავს შარდმჟავასა და მისი მარილების სინთეზს.

ჩვენებები: პოდაგრა, შარდმჟავას დონის მომატება სისხლში, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მითითებების გათვალისწინებით. ტაბლეტები მიიღება მთლიანად. მკურნალობის საწყის ეტაპზე, შესაძლოა მოიმატოს პოდაგრას შეტევების რიცხვმა. აქედან გამომდინარე, მკურნალობის საწყის ეტაპზე ალოპურინოლის ტაბლეტებთან ერთად რეკომენდებულია ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება. პოდაგრას პრევენცია: სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 100 მგ დღეში, ჭამის შემდეგ; დოზის მომატება შესაძლებელია თანდათანობით, 1-3 კვირის განმავლობაში; პოდაგრას მსუბუქი ფორმის დროს, დღიური დოზა შეადგენს 200-300 მგ; საშუალო სიმძიმის პოდაგრას დროს- 400-600 მგ. ცალკეულ დოზად შესაძლებელია არაუმეტეს 300 მგ-ს გამოყენება; უფრო მაღალი დოზის მიღება უნდა მოხდეს დაყოფილი სახით. შარდმჟავას სიჭარბის მკურნალობა ქიმიოთერაპიის დროს: მკურნალობა იწყება ქიმიოთერაპიამდე 1-2 დღით ადრე და გამოიყენება 600-800 მგ დღის განმავლობაში დაყოფილი დოზების სახით. მკურნალობა გრძელდება 2-3 დღე; შემანარჩუნებელი დოზის განსაზღვრა ხდება მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალური პასუხიდან გამომდინარე; თირკმლის ან ღვიძლის დაავადების შემთხვევაში - შარდმჟავას რაოდენობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, დოზის შემცირება; თუ თირკმლის დაავადების გამო, პაციენტს უტარდება ხშირი დიალიზი, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის დარეგულირება. ალტერნატიულად, შესაძლოა გამოყენებულ იქნას 300 - 400 მგ დიალიზის შემდგომ, ცალკეული დოზის სახით. გამოყენება ბავშვებში - სტანდარტულ დოზას შეადგენს 10 -20 მგ კგ-ზე.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი. კანის აშრევება, კანის, პირის, თვალების და სასქესო ორგანოების დაწყლულება; ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება, სახსრების ტკივილი, სისხლის შემადგენლობის ცვლილება, მცირე კალიბრის კანქვეშა სისხლძარღვების ანთება, ღვიძლის ანთება, თირკმლის პრობლემები. ცხელება და შემცივნება, თავის, კუნთების ტკივილი და ზოგადი დისკომფორტი; ნებისმიერი სახის დაზიანება კანზე, წყლულები პირის, ხახის, ცხვირის, სასქესო ორგანოების მიდამოში, კონიუნქტივიტი, წყლულოვანი გამონაყარი სხეულის ფართო ზედაპირზე და კანის აშრევება; სუნთქვის უეცარი გაძნელება, რომელსაც თან ახლავს შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში, ენის შეშუპება, არტერიული წნევის დაცემა და კოლაფსი; გულყრები. აღნიშნული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და მიემართოს ექიმს. სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს ალოპურინოლის ტაბლეტებით მკურნალობისას: გულისრევა ან ღებინება, ღვიძლის ფერმენტების მომატებული რაოდენობა სისხლში, ღვიძლის ანთება კანისა და სკლერების სიყვითლით, ცვლილებები სისხლში, რომელსაც თან ახლავს ანემია ან სისხლდენებისადმი ან ინფექციებისადმი მიდრეკილება. სახის ან ყელის შეშუპება, ტუჩების და პირის ღრუს გაღიზიანება, ფურუნკულები, მცირე ზომის ცალკეული ლაქა ან სიწითლე კანზე, უპირატესად სასქესო ორგანოს ირგვლივ, თმის ცვენა ან გათეთრება, თირკმლის დაზიანება, სისხლი შარდში, ქოლესტერინის ან სხვა ლიპიდების მომატებული რაოდენობა სისხლში, ცხელება. შეუძლოდ ყოფნა, ზოგადი დისკომფორტი, სისუსტე, დაბუჟების შეგრძნება, კანის მგრძნობელობის ცვლილება, სიარულის პრობლემები, ცნობიერების დაკარგვა, ძილიანობა, თავის ტკივილი, თაბრუხვევა, დეპრესია, ორგანიზმში სითხის დაგროვება, უმეტესად კოჭების მიდამოში, გემოვნების ცვლილება, კატარაქტა ან მხედეველობის სხვა დარღვევები, ტკივილი გულმკერდის არეში, არტერიული ჰიპერტენზია ან პულსის შენელება, იმპოტენცია ან ერექციული დარღვევები, სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებსა და ქალებში, სისხლიანი ღებინება, ნორმალური კუჭის მოქმედების ცვლილება, ცხიმიანი განავალი, შაქრიანი დიაბეტი. ფაღარათი, მუცლის ტკივილი, შემცივნება, შინაგანი სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, პოდაგრას შეტევების რაოდენობის მომატება მკურნალობის საწყისი თვეების განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრესცენტ ფარმა
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
ალოპურინოლი
დოზა
300მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი