პიტნის ნაყენი 25მლ ფლაკონი #1

პიტნის ნაყენი 25მლ ფლაკონი #1

რუსეთის ფედერაცია

იაროსლავის ფ.ქ.
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Mentha piperita
შემადგენლობა: მომზადებულია პიტნის ფოთლებისაგან 90%-იან ეთილის სპირტზე.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ეთერზეთებს (ძირითადი კომპონენტი მენთოლი -60%, მენთენი -10-25%), ოლეინის და ურსულის მჟავებს, ფლავონოიდებს, კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს სედატიური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის, გულის სისხლძარღვებს. ამცირებს ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსს, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლის მომარაგებას და ნაწლავის პერისტალტიკას, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აქვს ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს მადას.
ეფექტურია ინჰალაციის სახით ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს, აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს ზემო სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელის ფუნქციის აღდგენას.

ჩვენება:
>კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებები;
>კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეიროგენული წარმოშობის სპასტიური მდგომარეობა;
>მეტეორიზმი;
>ოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
>ღებინება, გულისრევა;
>ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები (ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი);

გვერდითი მოვლენები:
ბავშვებში ინჰალაციის სახით გამოყენება დაუშვებელია, რადგან მენთოლის ზემოქმედებით შესაძლებელია განვითარდეს ბრონქოსპაზმი და რეფლექსურად მოხდეს სუნთქვის დათრგუნვა.

მიღების წესი და დოზირება:
პერორულად 10-15 წვეთი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 15, 25 მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იაროსლავის ფ.ქ.
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
პიტნა
ფორმა
ნაყენი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი