ორტოფენი გელი 1% 40გრ ტუბი #1

ორტოფენი გელი 1% 40გრ ტუბი #1

ლატვია

ლმპ
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - diclofenac
შემადგენლობა :
გელის 1გ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
დიკლოფენაკ ნატრიუმს (MHH Dიკლოფენაცუმ ნატრიცუმ) – 10მგ-ს
დამხმარე ნივთიერებები:
იზოპროპილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი, მეთილპარაბენი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა:
გელი გარეგანი გამოყენებისათვის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.

ჩვენებები:
ტკივილები სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული
დაავადებისას, ანთებისა და შეშუპების, რევმატიული დაავადების, სპორტული და საყოფაცხოვრებო ტრავმების დროს.
გელის მტკივნეულ ზედაპირზე წასმა არ შეიძლება სხვა საშუალებებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება გარეგანი მოხმარებისათვის.
ეს შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულების თანახმად.

გამოყენების წესი და დოზირება:
კანზე დაზიანების კერასთან წაისმევა 2-4გ. გელი ზედაპირის ფართობზე 400-800 სმ2 და შეიზილება კანში.
პროცედურა შეიძლება განმეორდეს დღეში 3-4-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:
ორტოფენის გელი კარგი ამტანობით ხასიათდება თუმცა იშვიათად შესაძლებელია კანის გაღიზიანება (სიწითლე, დამწვრობა, გამონაყარი კანზე).
ხანგრძლივი გარეგანი გამოყენებისას სხეულის ვრცელ ზედაპირზე შესაძლებელია თავი იჩინონ სისტემურმა გვერდითმა ეფექტებმა, დიკლოფენაკის რეზორბციული მოქმედების გამო: თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში; მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ბრონქული ასთმის შეტევები, კვინკეს შეშუპება და სხვა).
აღნიშნული გვერდითი მოვლენების, ან სხვა რაიმე არასასურველი რეაქციების შემთხვევაში, კონსულტაცია ტარდება ექიმთან, პრეპარატის
შემდგომი გამოყენების თაობაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლმპ
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
1%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
40გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი