რელანტანი კაფსულა 100მგ #30

რელანტანი კაფსულა 100მგ #30

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Progesteronum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასქესო ჰორმონების პრეპარატები და მათი ანტაგონისტები
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
მიკრონიზებულ პროგესტერონს – 100 მგ ან 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი, ლეციტინი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა (100 მგ): ჟელატინი, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, საღებავი – ტიტანის დიოქსიდი (E 171);
კაფსულის გარსის შემადგენლობა (200 მგ): ჟელატინი, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, საღებავი – ტიტანის დიოქსიდი (E 171).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროგესტაგენები. ათქ-კოდი: G03DA04.

ჩვენება:
პროგესტერონის დეფიციტთანYდაკავშირებული მდგომარეობები, მათ შორის:
პერორალური მიღებისათვის:
 ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა;
 მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ასოცირებული ოვულაციის დარღვევასთან ან ანოვულაციასთან;
 მეორადი ამენორეა;
 პრემენსტრუალური სინდრომი;
 ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია;
 პრემენოპაუზა;
 მენოპაუზური და პოსტმენოპაუზური პერიოდის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში);
ინტრავაგინალური გამოყენებისათვის:
 ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მზადების დროს;
 ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს;
 ლუთეინური უკმარისობით განპირობებული უნაყოფობა;
 ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის დეფიციტის დროს საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას (კვერცხუჯრედის დონორობა);
 ნაადრევი მენოპაუზა;
 ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში);
 პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული ჩვეული ან მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა;
 საშვილოსნოს მიომის პროფილაქტიკა;
 ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა.მიღების წესი და დოზირება:
რელანტანით მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

პერორალური მიღება:
რელანტანის კაფსულების მიღება რეკომენდებულია ძილის წინ (რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ თავბრუსა და ძილიანობასთან ასოცირებული პრობლემები), საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კვებათა შორის პერიოდში.
• ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს (დისმენორეა, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, პრემენოპაუზა) პრეპარატი მიიღება სადღეღამისო დოზით 200-300 მგ, დაყოფილი 2 მიღებაზე (დილით და საღამოს) 10 დღის განმავლობაში (ჩვეულებრივ ციკლის მე-17-დან 26-ე დღის ჩათვლით);
 მეორადი ამენორეის სამკურნალოდ რელანტანი მიიღება საღამოს, ერთჯერადი სადღეღამისო დოზით 400 მგ 10 დღის განმავლობაში;
 პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ ინიშნება 100-200 მგ პერორალურად დღეში ერთხელ საღამოს, ციკლის მე-14 დღიდან 10-12 დღის განმავლობაში;
 პრემენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს (ესტროგენული თერაპიის ფონზე) რეკომენდებულია რელანტანის მიღება 200 მგ ერთხელ დღეში, 10-12 დღე; მენოპაუზაში (ესტროგენების მიღების ფონზე) – 100 მგ დღეში უწყვეტ რეჟიმში.
ინტრავაგინალური გამოყენება:
რელანტანის კაფსულა შეჰყავთ ღრმად ინტრავაგინალურად.
 პროგესტერონის დეფიციტის დროს საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას (კვერცხუჯრედის დონორობა) რელანტანი გამოიყენება (ესტროგენული თერაპიის ფონზე) ინტრავაგინალურად 100 მგ დღეში ციკლის მე-13 და მე-14 დღეს, შემდეგ 100 მგ 2-ჯერ დღეში ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღის ჩათვლით. 26-ე დღიდან და ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში დოზა იზრდება 100 მგ-ით დღეში ყოველ კვირას, მაქსიმალური დოზის (600 მგ დღეში) მიღწევამდე და იყოფა 3 მიღებაზე. აღნიშნული დოზით პრეპარატის გამოყენება დასაშვებია 60 დღის განმავლობაში;
 ლუთეინური ფაზის შესანარჩუნებლად ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლის ჩატარების დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ინტრავაგინალურად დოზით 400-600 მგ დღეში, დაწყებული ქორიონული გონადოტროპინის ინექციის დღიდან ორსულობის მე-12 კვირამდე;
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
პროგესტერონი
დოზა
100მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი