ერგოფერონი ტაბლეტი საწუწნი #20
ერგოფერონი ტაბლეტი საწუწნი #20

ერგოფერონი ტაბლეტი საწუწნი #20

რუსეთის ფედერაცია

მატერია მედიკა ჰოლდინგი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა (1 ტაბლეტის): ადამიანის გამა-ინტერფერონის აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები – 0.006გ*.ჰისტამინის ანტისხულების აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები – 0.006გ*. CD4-ის აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები – 0.006გ*.

მიღების ჩვენებები A და B გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა. პარაგრიპის ვირუსით, ადენოვირუსით, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. ჰერპესვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ლაბიალური ჰერპესი, ოფთალმოჰერპესი, გენიტალური ჰერპესი, ჩუტყვავილა, ჰერპეს ზოსტერი, ინფექციური მონონუკლეოზი). ვირუსული ეტიოლოგიის (გამოწვეული ადენოვირუსით) მწვავე ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. ვირუსული ინფექციების ბაქტერიული გართულებების საპროფილაქტიკოდ, ხელს უშლის სუპერინფექციის განვითარებას.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე – 1 ტაბლეტი (მაგრამ არა ჭამის დროს). ტაბლეტი არ იყლაპება, ის უნდა გაჩერდეს პირის ღრუში სრულ გახსნამდე. ბავშვებში 6 თვიდან. ადრეული ასაკის ბავშვებში დანიშნვისას (6 თვიდან 3 წლამდე) რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობა (1 სუფრის კოვზი) ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში. მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, მწვავე ინფექციის პირველი ნიშნების გამვლენისთანავე, შემდეგი სქემით: პირველი 2 საათის განმავლობაში პრეპარატს ღებულობენ ყოველ 30 წუთში, შემდეგ პირველი დღის განმავლობაში ახორციელებენ კიდევ სამ მიღებას, დროის თანაბარი შუალედებით. მეორე დღიდან და შემდეგ ღებულობენ 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ვირუსული ინფექციური დაავდებების საპროფილაქტიკოდ.

საპროფილაქტიკო კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და შეიძლება შეადგენდეს 1-6 თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის შერწყმა სხვა ანტივირუსულ და სომპტომურ საშუალებებთან.
შენახვის პირობა
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე არა უმეტეს 25რC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მატერია მედიკა ჰოლდინგი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ინტერფერონ გამა
ფორმა
ტაბლეტი საწუწნი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი