პროდუქტის შესახებ
L-კარნიტინი – 50 მგ
კოენზიმ Q-10 – 10 მგ
L-კარნიტინი არის ვიტამინისმაგვარი ნივთიერება (ვიტ. Вт – ,,ზრდის ვიტამინი”);
L-კარნიტინს აქვს ანაბოლური, ანტიოქსიდანტური მოქმედება და ანორმალიზებს
ლიპიდურ ცვლას;
L-კარნიტინს გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიის მემბრანაზე,
ხელს უწყობს ჩოA –ს წარმოქმნას.
L-კარნიტინი ხელს უწყობს სხეულის ზედმეტი წონის შემცირებას და ამცირებს
კუნთებში ცხიმის დაგროვებას.
L-კარნიტინი ზრდის საჭმლის მომნელებელი სისტემის წვენების სეკრეციას (კუჭის და
ნაწლავის) და აუმჯობესებს მათ ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საჭმლის
მონელების პროცესს;
L-კარნიტინი ზრდის გლიკოგენის მარაგს ღვიძლსა და კუნთებში და ხელს უწყობს მის
ეკონიმიურ ხარჯვას.
L-კარნიტინს აქვს ნეიროტროფული მოქმედება, აღადგენს დაზიანებულ ნერვულ
ქსოვილს.
კოენზიმ Q-10 (უბიქინონი) – ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც
სინთეზდება ღვიძლში;
კოენზიმ Q-10 მონაწილეობს ატფ-ს სინთეზში მიტოქონდრიებში;
კოენზიმ Q-10-ს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება (ერთადერთი ცხიმში ხსნადი
ანტიოქსიდანტია ორგანიზმში).
კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების, ტრიგლიცერიდების
კონცენტრაციას სისხლში.
კოენზიმ Q-10 აძლიერებს ორგანიზმში არსებული ფერმენტების მოქმედებას.
კოენზიმ Q-10 ლეციტინის სინთეზის გზით აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების
ფუნქციას, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში. კოენზიმ Q-10 ხელს
უწყობს აცეტილქოლინის სინთეზის სტიმულაციას და ააქტიურებს ქოლინერგულ
პროცესებს თავის ტვინში.
კოენზიმ Q-10 ააქტიურებს ორგანიზმის ყველა უჯრედს, ზრდის ორგანიზმის
დამცველობით თვისებებს.
კოენზიმ Q-10 ითვლება ,,ახალგაზრდობის ვიტამინად”. ის აქტიურად ებრძვის გულის
პრობლემებს. ამცირებს მავნე “ქოლესტერინის” დონეს.
კოენზიმ Q-10 ანორმალიზებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს
ენერგიით – იცავს მიოკარდიუმის ინფაქტის განვითარებისგან.
კოენზიმ Q-10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის
ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ აქტივობას;
კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამცირებს სხეულის წონას.
კოენზიმ Q-10 აუმჯობესებს დაზიანებული ღრძილების რეგენერაციას.
ჩვენებები:
კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, გულის ქრონიკული
უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია.
ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დაზიანება, შაკიკი,
მიასთენია, ნევრიტები, ნევრალგია, პოლინეიროპათია, გაფანტული სკლეროზი.
ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე,
გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა.
ანდროლოგია: უშვილობა კაცებში, სპერმატოგენეზის დარღვევა (ოლიგოსპერმია,
სპერმააგლუტინაცია და ა.შ.), ვარიკოცელე.
გინეკოლოგია: ინფექციური დაავადებისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, სიმსუქნე -
რომელიც იწვევს უშვილობას, ჰორმონული ბალანსის დარღვევა, დარღვევბი -
დაკავშირებული ორსულობასთან და ნაყოფის განვითარებასთან, კარნიტინის დეფიციტი
ორსულის და ნაყოფის ორგანიზმში. ქირურგია: ოპერაციისშემდგომი
რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მომსამატებლად დასუსტებულ
ავადმყოფებში.
გასტროენტეროლოგია: ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი,
ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.
პულმონილოგია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექციები.
დერმატოვენეროლოგია: ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმა.
ნეფროლოგია და უროლოგია: გლომერულონეფრიტი, თირკმლის ცხიმოვანი
დისტროფია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
ონკოლოგია: ქიმიო- და სხივური თერაპიისშემდგომი პერიოდი, სარძევე ჯირკვლის
ავთვისებიანი სიმსივნეები.
პედიატრია: ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოქსია, ასფიქსია და სამშობიარო
ტრამვები, სიმაღლისა და წონის დეფიციტი, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში
ჩამორჩენა, რაქიტი.
დოზირება და მიღების ხერხები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
130226
ჯენერიკი
L-კარნიტინი+კოენზიმ Q-10