საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): L-carnitine, coenzyme Q10, omega 3 კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები შემადგენლობა: L-კარნიტინი - 500 მგ კოენზიმ Q10 - 20 მგ ომეგა 3 - 600 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი : კარდიოპროტექტორული, ნეიროპროტექტორული, ციტოპროტექტორული საშუალება.
ჩვენება: Ø გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია. Ø დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა; Ø ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია; Ø კოგნიტური ფუნქციების დარღვევები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება; Ø შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა; Ø თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი; Ø სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები; რევმატოლოგიური დაავადებები. Ø აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი; Ø თვალის დაავადებები; Ø ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა; Ø კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; Ø კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული; Ø ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსის შემდგომ პერიოდში.
უკუჩვენება: 12 წლამდე ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები: ორნაკარდის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები თითქმის არ აღინიშნება. შეიძლება ძალიან იშვიათად განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
გამოყენების წესი და დოზირება: ორნაკარდი ინიშნება 1 კაფსულა დღეში 1-2 ჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან.