ფიტოსედი წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
ფიტოსედი წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1

ფიტოსედი წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1

საქართველო

თბილისის ფქ
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ფიტოსედი - PHYTOSED - ФИТОСЕД
წამლის შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება : სპირტის ნაყენი (1:10) მცენარეული ნედლეულისაგან :
კუნელის ნაყოფი - 10 გ ;
კორიანდრის ნაყოფი – 5 გ ;
სამკურნალო ბარამბოს ბალახი – 15 გ ;
ძიძოს ბალახი – 5 გ ;
შვრიის ნაყოფი – 25 გ ;
შავბალახა – 20 გ .
სვიის ნაყოფი – 20 გ,
ეთილის სპირტი 40%
წამლის ფორმა : ნაყენი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
საძილე და სედაციური პრეპარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ფარმაკოდინამიკა . ფიტოსედი ახდენს სედაციურ ეფექტს . პრეპარატის სედაციური ეფექტი ვლინდება მისი მიღების პირველივე დღიდან . მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა 1-1,5 საათის შემდეგ და გრძელდება 2-4 საათით . პრეპარატის მოქმედებას განაპირობებს მისი შემადგენელი კომპონენტები.

ჩვენებები:
პრეპარატი ენიშნება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს, როგორც სედაციური საშუალება სხვადასხვა ეტიოლოგიის ნევროზის დროს;
ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა: გაღიზიანების, მღელვარების, შიშის, მომეტებული გადაღლილობის, დაბნეულობის თანხლებით; ნერვული აგზნება; უძილობა;
ნეიროცირკულაციური დისტონია;
ჰიპერტონული და კარდიალური ტიპის მიხედვით; ასთენიის სინდრომი
( ჰიპერსტენული ფორმა).
უკუჩვენებები : მომატებული მგრძნობელობა.პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვების, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის.

სიფრთხილის ზომები .
პრეპარატი არ ენიშნება მძღოლებს და მანქანა მექანიზმებთან მომუშავე პაციენტებს, რადგან ასეთი სამუშაო დიდ ყურადღებას და
მოძრაობის სწრაფ რეაქციას საჭიროებს .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან :
თუ ღებულობთ რაიმე სხვა წამლებსაც, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს .ფიტოსედი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი წამლების მოქმედებას.
მიღების წესი და დოზა . ფიტოსედი შიგა მიღების პრეპარატია,
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებს ეძლევა 1 ჩაის კოვზი (5 მლ ) ცოტა წყალთან ერთად, 3-4- ჯერ დღეში და 1- ჯერ ძილის წი .
მკურნალობის კურსი გრძელდება 10-30 დღით .
აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს 10–15 დღის შემდეგ .

მიღების წინ შეანჯღრიეთ .
ჭარბი დოზა . რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა .

გვერდითი ეფექტები:
მომატებულმა მგრძნობელობამ პრეპარატის კომპონენტების მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები .

რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ ექიმის რეკომენდაცია,შეიძლება თუ არა ამ პრეპარატის შემდგომი გამოყენება.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი . მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ , წამალი არ უნდა მიიღოთ .
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
თბილისის ფქ
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
კატაბალახა+შავბალახა+პიტნა+კუნელი
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი