საერთაშორისო დასახელება - ibuprofen იბუპროფენის მაქსიმალური პროცენტული შემცველობა 10% მაქსიმალური ეფექტისთვის ჯოინტრალი 50გ, ტუბი იბუპროფენის 10 % გელი, გარეგანი გამოყენების გელი.
ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის ტკივილისა და ანთებითი პროცესების გარეგანი თერაპია: • რევმატოიდული ართრიტი და პერიართრიტი; • სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი; • ნევრალგიები; • მიალგიები; • რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი; • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმები (მათ შორის სპორტული), დაჟეჟილობები, მყესების და იოგების დაჭიმვა, გაწყვეტა. • ფსორიაზული ართრიტი;
გამოყენების წესი და დოზირება: ჯოინტრალის გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. გელის დაახლოებით 4 სმ-იანი მონაკვეთი დაიტანება კანზე და მსუბუქად შეიზილება 2-4-ჯერ დღეში . მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებსა და თერაპიის ეფექტურობაზე.
გვერდითი ეფექტები: ჯოინტრალის გელი იშვიათად იწვევს გვერდით რეაქციებს. • გელის დატანის ადგილზე ცალკეულ პაციენტებს ძალიან იშვიათად შეიძლება აღენიშნოთ სიწითლე, ქავილი ან წვის შეგრძნება;
შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25რC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.