ვერტიგოჰელი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1
ვერტიგოჰელი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

ვერტიგოჰელი წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1

გერმანია

ჰეელი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: ენის ქვეშ მისაღები წვეთების 100 გ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: Anamirta cocculus D4 70მგ, Conium maculatum D3, Ambra grisea D6, Petroleum rectificatum D8 შესაბამისად 10მგ. დამხმარე ნივთიერებები: 35% ეთანოლი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები.

ჩვენებები: სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევა: სისხლძარღვოვანი, ტრავმული, კისრის ოსტეოქონდროზის, ვესტიბულური ღეროვანი ბირთვების დისფუნქციის გამო განვითარებული; მეტაბოლური და ტოქსიური თავბრუსხვევა ალკოჰოლის, თამბაქოს ან ყავის ბოროტად გამოყენების, ინფექციური დაავადებების, მედიკამენტების დოზის გადაჭარბების დროს; რყევის სინდრომი, მენიერის დაავადება, ვესტიბულური შაკიკი, ყურებში ხმაური.

დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლიდან: 10 წვეთი, 1-3 წლის ასაკში: 3 წვეთი; 3-6 წლის ასაკში: 5 წვეთი. პრეპარატი მიიღება 3-4-ჯერ დღეში ენის ქვეშ ან შესაძლებელია გაიხსნას 5 მლ წყალში კვებამდე 15-20 წთ-ით ადრე ან კვებიდან 1 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. აუცილებლობის შემთხვევაში 1-2 კვირის შემდეგ ინიშნება განმეორებითი კურსი.
თავბრუსხვევის შეტევების დროს ასაკობრივი დამწყები დოზირებით, ყოველ 15 წუთში ერთხელ პირველი 2 საათის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდეგ - ასაკობრივი დოზა დღეში 3-ჯერ.

გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატს არ აქვს დამამშვიდებელი და არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე. ჰომეოპათიური პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის დროებითი გაუარესება. წვეთები შეიცავს ეთანოლს, რაც გასათვალისწინებელია ავტო ან სხვა ტრანსპორტის მართვის დროს. ორსულებსა და მეძუძურებში გამოყენებას ექიმი წყვეტს ინდივიდუალურად.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ენის ქვეშ მისაღები წვეთები - 30 მლ ფლაკონი საწვეთურთან ერთად.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰეელი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი