მორესერკი ტაბლეტი 24მგ #30

მორესერკი ტაბლეტი 24მგ #30

თურქეთი

მერკეზ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - betahistine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → ვესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები → ჰისტამინის სინთეტური ანალოგები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ბეტაჰისტინი
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 24მგ.
ტაბლეტები: შეფუთვაში N30

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ჰისტამინის H1- და H2-რეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად იწვევს ვაზოდილატაციას. ბეტაჰისტინი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ყურის ლაბირინთში და ამცირებს ენდოლიმფურ წნევას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 3-5 საათში პლაზმური დონის პიკს აღწევს, სრულად ელიმინირდება შარდით 3 დღეში.

ჩვენებები:
- თავბრუხვევა (ვერტიგო)
- ყურებში ხმაური (ტინიტუსი)
- მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
საწყისი დოზა არის 24მგ. ორჯერ დღეში, საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ.
მიიღება წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მჟავიანობის მომატება, დიარეა. სახის ჰიპერემია.
კანის მხრივ: ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი და ურტიკარია.

უკუჩვენებები :
ფეოქრომოციტომა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.

ორსულობა და ლაქტაცია:
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნანახი კორელაცია ბეტაჰისტინით მკურნალობასა და პეპტიური წყლულის რეციდივების განვითარებას შორის, ბეტაჰისტინი მაინც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული.

ბეტაჰისტინი არ გამოიყენება ორსულებსა და ბავშვებში, აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების შეშუპება.
ბეტაჰისტინი სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია, ამიტომ ჭარბი დოზირების დროს გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელია ანტაგონიზმი ბეტაჰისტინსა და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შორის, ასეთი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ დადასტურებულა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მერკეზ ფარმა
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი
დოზა
24მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი