დიკლაკი გელი 5% 50გრ ტუბი #1

დიკლაკი გელი 5% 50გრ ტუბი #1

გერმანია

სალუტას ფარმა
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: 1გ შეიცავს 50მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

ჩვენება:  საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; რბილი ქსოვილების რევმატული დაზინება; პოდაგრული ართრიტი); ხრტილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმებით განპირობებული ანთება (გაჭიმვის, დატვირთვისა და დაზიანებისას). რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, სპონდილიტი, პოდაგრა, ნევრალგია, მიალგია. 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის მიმართ. ბრონქული ასთმის, ცხვირის ან ცხვირის ახლო ღრუების მორეციდივე პოლინოზისა და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის აუტანლობა (ანამნეზში). ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (14 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

დოზირება  მოზრდილებსა და მოზარდებში 14 წლის ასაკის ზემოთ. უნდა შეიზილონ 3-4 ჯერ დღეში, ნელი მასაჟით კანის იმ უბანში, სადაც ტკივილი ან ანთებაა ლოკალიზებული. გელის რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული კერის
ზომაზე. ჩვეულებრივ 2-4გ (6-12სმ გელის შესაბამისი) საკმარისია. მაქსიმალური დოზა შეადგენს 16გ დღეში. პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი სიგრილის შეგრძნება გელის შეზელისას.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობის (III ტრიმესტრში) და ლაქტაციის პერიოდში გამპყენება უკუნაჩვენებია.


განსაკუთრებული მითითებები: გელი იდება მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბნებზე. დადების შემდეგ საჭირო არ არის ოკლუზიური სახვევის დადება. თვალებში, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებზე პრეპარატის მოხვედრა არ შეიძლება. განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოიყენებისათვის.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას!
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სალუტას ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
5%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი