პანანგინი დრაჟე 140მგ+158მგ #50

პანანგინი დრაჟე 140მგ+158მგ #50

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - magnesium aspartate, potassium aspartate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → რითმისა და გამტარებლობის დარღვევის დროს გამოსაყენებელი საშულებები → რითმის დარღვევის დროს გამოსაყენებელი სხვა ჯგუფის პრეპარატები → კალიუმის და მაგნიუმის იონების შემცველი პრეპარატები
სამკურნალო პრეპარატების რომელ ტიპს მიეკუთვნება პანანგინი, აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები და რომელი დაავადებებისას გამოიყენება.
პრეპარატ პანანგინის მოქმედი ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა ცვლით პროცესებში, ასევე ნერვული, კუნთოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში. პრეპარატი ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით გულის გარკვეული ქრონიკული დაავადებებისას (გულის უკმარისობისას, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ), გულის რითმის ზოგიერთი დარღვევებისას. პანანგინი ასევე გამოიყენება როგორც მაგნიუმის და კალიუმის დამატებითი წყარო.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პანანგინის მიღების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ პანანგინის ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში:
- თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობისას
- ადისონის დაავადების არსებობისას (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა)
- არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითებისას, რომელიც გამოწვეულია გულის არასაკმარისი შეკუმშვის უნარით (კარდიოგენული შოკი)
- მომატებული მგრძნობელობისას მოქმედი ნივთიერების, ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებისადმი.
როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი პანანგინი
თუ ექიმმა არ დაგინიშნათ სხვაგვარად, ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს 3 ჯერ დღე-ღამეში. სადღეღამიდო დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე 3 ჯერ დრე-ღამეში. კუჭის წვენმა შეიძლება დააქვეითოს პრეპარატის ეფექტურობა, ამიტომ რეკომენდებულია ტბლეტების მიღება ჭამის შემდეგ.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ პანანგინის დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება
დღემდე დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბებისას სისხლში იზრდება კალიუმის და მაგნიუმის შემცველობა, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს გვერდითი რეაქციები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, აპკისებრი გარსით დაფარულმა პანანგინის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ უვლინდება ყველა პაციენტს, რომელიც იღებს პრეპარატს.
პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, შესაძლოა აღინიშნოს დეფეკაციის გახშირება.
სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარებისას, ან სხვა გვერდითი რეაქციებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი საინფორმაციო ფურცელში, გთხოვთ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
მაგნიუმის ასპარტატი+კალიუმის ასპარტატი
დოზა
140მგ+158მგ
ფორმა
დრაჟე
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი