საერთაშორისო დასახელება - amiodarone კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → რითმისა და გამტარებლობის დარღვევის დროს გამოსაყენებელი საშულებები → ანტიარითმიული პრეპარატები → კლასი III მოქმედების პოტენციალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები
შემადგენლობა ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი 200 მგ. დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი (К90), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, პეპტიზირებული სახამებელი. აღწერილობა: თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ზოლით.
ჩვენებები გულის რითმის დარღვევის მკურნალობა და პროფილაქტიკა, მათ შორის სხვა ანტიარითმიული პრეპარატების მიმართ მდგრადი არითმიისა: – პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭების ფიბრილაცია (მკურნალობა იწყება სტაციონარში გულდასმითი კარდიომონიტორული კონტროლის პირობებში); – პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდია: მორეციდივე მდგრადი პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტურად დადასტურებული შეტევები გულის ორგანული დაავადების მქონე ავადმყოფებში; მორეციდივე მდგრადი პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტურად დასაბუთებული შეტევები ავადმყოფებში გულის ორგანული დაავადებების გარეშე, როდესაც სხვა ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატები არ არის ეფექტური ან არსებობს მათი გამოყენების უკუჩვენება; მორეციდივე მდგრადი პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტურად დადასტურებული შეტევები ავადმყოფებში ვოლფ-პარკინსონ- უაიტის სინდრომით; – მოციმციმე არითმია და წინაგულების თრთოლვა. – რეაბილიტაციის პერიოდი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, თუ ანამნეზში არის მითითება ადრე აღნიშნულ არითმიული ეპიზოდების შესახებ. ამიოდარონი შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ გულის იშემიური დაავადებისა და/ან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
მიღების წესები და დოზები პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით! როტარიტმილი მიიღება პერორალურად ჭამის წინ, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით. დატვირთვის დოზა (“გამაჯერებელი”) დოზა: შეიძლება გამოყენებულ იქნას გაჯერების სხვადასხვა სქემები. სტაციონარში: საწყისი დოზა, გაყოფილი რამდენიმე მიღებად, შეადგენს 600-800 მგ დღე-ღამეში (მაქსიმალური – 1200 მგ-მდე) 10 გრ ჯამური დოზის მიღწევამდე (ჩვეულებრივ – 5-8 დღის განმავლობაში). ამბულატორიულად: საწყისი დოზა, გაყოფილი რამდენიმე მიღებად, შეადგენს 600-800 მგ დღე-ღამეში, 10 გ სუმარული დოზის მიღწევამდე (ჩვეულებრივ – 10-14 დღის განმავლობაში). შემანარჩუნებელი დოზა: საწყისი დოზა სხვადასხვა ავადმყოფებში ვარირებს 100-400 მგ დღე-ღამეში. გამოყენებულ უნდა იქნას მინიმალური ეფექტური დოზა, ინდივიდუალური თერაპიული შედეგის შესაბამისად, დღე-ღამეში 3 მგ/კგ სხეულის მასაზე. იმის გამო, რომ ამიოდარონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ძალიან ხანგრძლივია, შეიძლება მისი მიღება დღე გამოშვებით ან კვირაში 2 დღის გამოტოვებით. საშუალო თერაპიული ერთჯერადი დოზა: 200 მგ; საშუალო თერაპიული სადღეღამისო დოზა: 400 მგ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა: 400 მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: 1200 მგ. ორსულობა და ლაქტაცია ამიოდარონი ორსულებში მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში ინიშნება, ვინაიდან პრეპარატი ზემოქმედებს ნაყოფის ფარისებრ ჯირკვალზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენება – პრეპარატის კომპონენტების ან იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; – სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი (სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიული ბლოკადა კარდიოსტიმულატორის არარსებობისას); – II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და ჰისის კონის ფეხების ბლოჟკადა (კარდიოსტიმულატორის არარსებობისას); – Qთ ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება; – გულის მძიმე უკმარისობა; – გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, შოკი;