დეკოლეროლი ფორტე კაფსულა 20000სე #14

დეკოლეროლი ფორტე კაფსულა 20000სე #14

თურქეთი

ვეფა ილაჩი
პროდუქტის შესახებ
ჩვენებები: ვიტამინი D-ს დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა; ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიასთან ერთად როგორც დამხმარე თერაპია; ვიტამინი D-ს დეფიციტის მაღალი რისკის შემთხვევებში (მალაბსორბაცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭისა და ნაწლავის ტრაქტის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა). ოსტეომალაციის მკურნალობა (ხანდაზმულ პაციენტებში მინერალური მეტაბოლიზმის დროს, ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს); ჰიპოპარათიროიდიზმისა და ფსევდოჰიპოპარათიროიდიზმის მკურნალობა.
ვიტამინი D გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წელს ზემოთ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა D ვიტამინის ან პროდუქტის რომელიმე ნივთიერების მიმართ; D ჰიპერვიტამინოზი; ნეფროლითიაზი; დაავადებები ან პათოლოგიები რომელთაც თან ახლავს ჰიპერკალცემია ან-და ჰიპერკალციურია. თირკმელების მძიმე დისფუნქცია.

დოზირება და მიღება: მოზარდები: ვიტამინი D-ს დეფიციტის მკურნალობა: 40 000სე ყოველკვირეულად, 7 დღის განმავლობაში, შემდგომ შემანარჩუნებელი თერაპია (1 400–2, 000სე-დღეში, ექიმის დანიშნულებისამებრ. შემდგომ პერიოდში, 25 ჰიდროქსი ვიტამინი D-ს (25 (OH) D) ანალიზი უნდა ჩატარდეს შემანარჩუნებელი თერაპიიდან სამი ან ოთხი კვირის შემდგომ რათა დადასტურდეს სამიზნე დონე).
ვიტამინი D-ს დეფიციტის მკურნალობა: 20, 000სე ყოველ 4 კვირაში ერთხელ, კონკრეტულ პოპულაციებში საჭიროა უმაღლესი დოზები, როგორიცაა:
კონკრეტულ პოპულაციებში შედის ვიტამინი D-ს დეფიციტის მაღალი რისკის მქონე პაციენტები. მათ შესაძლოა სჭირდებოდეთ უფრო მაღალი დოზები და შრატის 25 (OH) D მონიტორინგი: ინდივიდუალური წინასწარი განწყობის მქონე პირები, ხანგრძლივი სტაციონარულ მდგომარეობაში მყოფი პირები; მუქ კანიანი პირები; ადამიანები ვისაც ნაკლები კონტაქტი აქვთ მზესთან დამცავი ხელთათმანებისა და მზის ფილტრების მუდმივი მოხმარების გამო; ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში; მძიმე წონის მქონე პაციენტებში; გარკვეული მედიკამენტების ერთდროული მოხმარება (მაგ: ანტიკონვულსანტები, გლუკოკორტიკოიდები, ანტირეტროვირუსული პრეპარატები); პაციენტები, რომლებიც ვიტამინი D-ს დეფიციტის მიზეზით ზოგადი მკურნალობის ჩატარების შემდეგ გადიან შემანარჩუნებელ თერაპიას; ღვიძლის ან თირკმელების დაავადების მქონე პაციენტები; მალაბსორბაციის სინდრომი, ნაწლავთა ანთებითი და მუცლის ღრუს დაავადებები.

ბავშვებში გამოყენება: D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა 12-18 წლის პაციენტებში: 20 000სე ყოველ ორ კვირაში, 6 კვირის განმავლობაში.
D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია 12-18 წლის პაციენტებში: 20 000სე ყოველ 6 კვირაში.

მიღების მეთოდი: მედიკამენტი მიიღება შიგნით ანუ პერორალურად. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად, სასურველია სადილის დროს.


შენახვის წესი: ინახება 25C-ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.


გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეფა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
20000სე
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი