ჰედელიქსი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1
ჰედელიქსი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1

ჰედელიქსი წვეთები ორალური 50მლ ფლაკონი #1

გერმანია

კრეველ მიუსელბახი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - FOLIA HEDERAE HELICIS
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ხველების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები: ფლაკონში 50 მლ.
1 მლ (30 წვეთი)
სუროს ფოთლების თხიერი ექსტრაქტი შაქრის და სპირტის გარეშე ........ 0.1 გ (1:1)
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, გლიცეროლი არომატული ნივთიერება.

ჩვენებები:
სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა;
შემაწუხებელი “ღამის” ხველა.

მიღების წესი და დოზირება:
ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში;
მოზრდილები და 10-16 წლის ასაკის ბავშვები /30-40 წვეთი / დღეში - 90-120 წვეთი
4-10 წლის ასაკის ბავშვები /20 წვეთი / დღეში - 60 წვეთი
1-4 წლის ასაკის ბავშვები / 15 წვეთი / დღეში - 45 წვეთი
0-1 წლის ასაკის ბავშვები / 10 წვეთი / დღეში - 30 წვეთი

ჰედელიქსი ინიშნება განზავების გარეშე.
ჩვილ და პატარა ასაკის ბავშვებში პრეპარატის განზავება ხდება ხილის წვენთან ან ჩაისთან ერთად.
გამოყენების ხანგრძლივობა:
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე და სიძიმეზე.
მსუბუქი ფორმის დაავადების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას. თერაპიული შედეგის შესანარჩუნებლად პრეპარატით მკურნალობა გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
მონაცემები არ მოიპოვება.

უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის:
ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს სპირტს და შაქარს, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც ერიდებიან ალკოჰოლის მიღებას.
♦ დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
♦ ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ექსტრაქტს, შესაძლებელია მისი შემღვრევა, ან გემოს მცირედ შეცვლა. აღნიშნულის მიუხედავად პრეპარატის თერაპიული ეფექტი არ მცირდება.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები არ მოიპოვება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრეველ მიუსელბახი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
სუროს ფოთლების ექსტრაქტი
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი