ანასპანი ტაბლეტი 10მგ #20

ანასპანი ტაბლეტი 10მგ #20

საქართველო

ჯი-ემ-პი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - hyoscine butylbromide

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები → კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსის და მოტორიკის შემამცირებელი საშუალებები → მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორები

შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ტაბლეტები: მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, შაქრიანი გარსის მქონე ტაბლეტები ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით.
საინექციო ხსნარი: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
შემადგენლობა:
1 შაქრიანი გარსის მქონე ტაბლეტი შეიცავს:
ჰიოსცინის ბუთილბრომიდს – 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, შაქარი, ჟელატინი, შელაქი, გუმიარაბიკი, ფუტკრის ცვილი, ტიტანის ორჟანგი.
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ჰიოსცინის ბუთილბრომიდს – 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუთოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ტრინატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.

ჩვენებები
თირკმლის კოლიკა, შარდსაწვეთების სპაზმი, ნაღვლის ბუშტის კოლიკა. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ჰიპერმოტორული დისკინეზია, ქოლეცისტიტი, ნაწლავის სპაზმური ტკივილი, პილოროსპაზმი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, დისმენორეა.
დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების განხორციელება, რომელთა შესრულებაც გართულებულია არსებული სპაზმის გამო (გასტროდუოდენოსკოპია, რენტგენოლოგიური გამოკვლევები და სხვა).

მიღების წესები და დოზები
პერორალურად: მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ინიშნება 2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. ბავშვებში 6-დან 12 წლამდე ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
პარენტერალურად: ჰიოსცინი ინიშნება ინტრავენურად (ნელი შეყვანით, წინასწარ განზავებული სტერილურ საინექციო წყალში), კუნთში ან კანქვეშ.
12 წლის ასაკის ზევით პაციენტებში ინიშნება 1 ამპულა, საჭიროებისას შესაძლებელია მისი განმეორება ნახევარ საათში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 100 მგ-ს.
მძიმე მდგომარეობისას პესტო ინიშნება 12 წლამდე ბავშვებში 0.3-0.6 მგ/კგ სხეულის მასაზე რამოდენიმეჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1.2 მგ/კგ სხეულის მასაზე.
არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს ანტიქოლინერგული გვერდითი ეფექტები: პირის სიმშრალე, დისჰიდროზი, აკომოდაციის დარღვევა, თვალშიდა წნევის მომატება, მიდრიაზი, ტაქიკარდია, შარდის შეკავება, რომელიც სუსტად არის გამოხატული და თავისით ქრება.
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, ჰიპოტენზია, შეკრულობა, ცნობიერების დაბინდვა და ჰიპერემია.
იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, მიასთენია, მეგაკოლონი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა. პარენტერალურად არ ინიშნება ტაქიკარდიის, შარდის შეკავებით მიმდინარე წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, ნაწლავის მექანიკური და პარალიზური გაუვალობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით I ტრიმესტრში.
ორსულობის დროს პესტოს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
პრეპარატის უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ჰიოსცინის ბუთილბრომიდი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი