• შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს.
• მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს, შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.
• გთხოვთ, იმოქმედეთ ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად. ნუ მიიღებთ პრეპარატის მაღალ ან დაბალ დოზებს რეკომენდაციის გარეშე.
ინტრაკრანიალური ჰემორაგიის დროს ციტიკოლინის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ-ს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს დოზის დაყოფა (100-200 მგ დღეში 2-3-ჯერ).ბრენაქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატის მიღების გზიდან გამომდინარე, საკვები და სასმელი ვერ ახდენს გავლენას მის შეღწევადობაზე.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
თერაპიული ეფექტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ნაყოფზე მოსალოდნელი რისკის ალბათობას.
ლაქტაციის პერიოდი
მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება აუცილებელია, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი მკურნალობის პერიოდში, პაციენტი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს, ვინაიდან ამ დროს სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციის ქონა აუცილებელია.ბრენაქსის მიღების წესი
გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე
ექიმი განსაზღვრავს ბრენაქსის შესაბამის დოზას.
ჩვეულებრივ ინიშნება ბრენაქსის 1 ამპულა ინტრამუსკულარულად (კუნთში) და ინტრავენურად (ნელი
ინექცია), ყოველ 12 საათში ერთხელ.ბრენაქსის შენახვის პირობები
ბრენაქსი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.