ტაიქოლდ ლორი ტაბლეტი საწუწნი #24
ტაიქოლდ ლორი ტაბლეტი საწუწნი  #24

ტაიქოლდ ლორი ტაბლეტი საწუწნი #24

ტაილანდი

მილიმედი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - amylmetacresol, dichlorobenzyl alcohol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: 2,4-დიქლორბენზილის სპირტს – 1,2 მგ. ამილმეტაკრეზოლს – 0,6 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, გააჩნია ანტიმიკოზური მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები
პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ამსუბუქებს ტკივილს და არბილებს გაღიზიანებას ყელში).
პრეპარატის გამოყენება შეიძლება პირებში შაქრიანი დიაბეტით (არ შეიცავს შაქარს).

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ: საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია.
საბავშვო ასაკი (6 წლამდე).

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
ორსულებმა და მეძუძურ დედებმა პრეპარატის გამოყენების წინ უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია ექიმთან.

გამოყენების წესი და დოზირება
ადგილობრივად. მოზრდილებმა და 6 წელზე უფროსმა ბავშვებმა ნელა უნდა გაწუწნონ თითო ტაბლეტი 2-3 საათში ერთხელ.
ნუ მიიღებთ 8 ტაბლეტზე მეტს 24 საათის განმავლობაში, თერაპიის კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე.

გვერდითი მოქმედებები
ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება
ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტის სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მკურნალობა სიმპტომატური.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

განსაკუთრერბული მითითებები
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის იზომალტაზა და მალტიტოლის სიროფი, რომელსაც შეუძლია მსუბუქი საფაღარათო მოქმედების მოხდენა. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით.

სიმპტომების შენარჩუნებისას ან სხეულის ტემპერატურის აწევის შემთხვევაში ან თავის ტკივილის დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექნიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე, ასევე საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციებია სისწრაფეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მილიმედი
ქვეყანა
ტაილანდი
ჯენერიკი
დიქლორბენზილის სპირტი+ამილმეტაკრეზოლი
ფორმა
ტაბლეტი საწუწნი
რაოდენობა შეფუთვაში
24
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი