საერთაშორისო დასახელება - FERROUS SULFATE; ASCORBIC ACID მოქმედი ნივთიერება: რკინის სულფატი+ასკორბინის მჟავა კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: დრაჟე: შეფუთვაში 100 ც. 1 დრაჟე რკინის სულფატი ......... 50 მგ ასკორბინის მჟავა ........... 30 მგ დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, სტეარინი, ტალკი, მაგნიუმის ჟანგი, მცენარეული ზეთი, ლაქტოზა და საქაროზა, არაბეთის გუმფისი.
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური მდგომარეობისას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანგრძლივი სისხლდენების, არარეგულარული და არასრულყოფილი კვების შედეგად გამოწვეული რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად მკურნალი ექიმის მიერ. მოზრდილებში პრეპარატს იყენებენ 3 დრაჟეს 2-ჯერ ჭამის შემდეგ. პრეპარატი ანალოგიური დოზით ინიშნება ორსულობისა (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფეროპლექსი გამოიყენება ერთი დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები: მუცლის არეში ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები: * პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე ისეთივე დაავადებისას, როგორიცაა: აპლასტური და ჰემოლიზური ანემია, თალასემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, რკინის შეთვისების დარღვევისას (სიდერობლასტური ანემია, პერნიციოზულიანემია, ვიტამინ B12-ის უკმარისობა).
განსაკუთრებული მითითებები: ◄ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინის და ფერიტინის დონის გამოკვლევა. ◄ პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისხლის სურათის ნორმალიზებამდე (8-12 კვირა). ◄ პრეპარატის მიღების შემთხვევაში დამახასიათებელია შავი ფერის განავალი რკინის სულფიდის წარმოქმნის გამო, ბენზიდინის ცრუ დადებითი სინჯი. ◄ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება ამცირებს რკინის იონების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეწოვას. ◄ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტერიტისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.