ტელარტანი ტაბლეტი 80მგ #30

ტელარტანი ტაბლეტი 80მგ #30

ინდოეთი

ეჯ ფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ტელარტანი
ტელმისარტანი 80 მგ #30

ჩვენება: ტელარტანი გამოიყენება ესენციალური (ანუ სხვა მდგომარეობით გამოწვეული) არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (მაღალი წნევა). თუ არ ჩატარდება მკურნალობა, მაღალმა არტერიულმა წნევამ შესაძლოა დააზიანოს სისხლძარღვები ზოგიერთ ორგანოებში, რაც ხანდახან იწვევს ინფარქტს, გულის ან ღვიძლის უკმარისობას, ინსულტს ან სიბრმავეს. ორგანოების დაზიანების განვითარებამდე არტერიული წნევა ჩვეულებრივ არ იწვევს სიმპტომებს. მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულარულად გაზომვა, რომ დარწმუნდეთ იმყოფებით თუ არა ნორმის ზღვარზე. ტელარტანი ასევე გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა მოვლენების სიხშირის შესამცირებლად (ანუ ინფარქტის ან ინსულტის) რისკ-ჯგუფის პაციენტებში გულზე ან ქვედა კიდურებში სისხლის მიწოდების შემცირებით ან ბლოკირებით. პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი ან აქვთ შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების დაზიანების მაღალი რისკით. ექიმი განსაზღვრავს და გაცნობებთ, თუ თქვენ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა მოვლენების მაღალი რისკ-ფაქტორი.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნივთიერების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ქოლესტაზი ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია.

განსაკუთრებული სიფრთხილით: აცნობეთ ექიმს, თუ გახასიათებთ ან ადრე აგეღნიშნებოდათ შემდეგი დაავადებები და მდგომარეობა: თირკმელების დაავადება ან თირკმლის გადანერგვა. თირკმლის არტერიების სტენოზი; ღვიძლის დაავადებები; გულის დაავადება; ალდოსტერონის დონის მომატება; ჰიპოტენზია, რომელიც შესაძლოა განვითარდეს გაუწყლოების შემთხვევაში ან მარილების უკმარისობა შარდმდენებით მკურნალობის, უმარილო დიეტის, დიარეის ან ღებინების შედეგად; სისხლში კალიუმის დონის მომატება; შაქრიანი დიაბეტი; ქირურგიული ოპერაციის ან ანესთეზიის გამოყენებისას უნდა აცნობოთ ექიმს, რომ ღებულობთ ტელარტანს. არ არის რეკომენდებული ტელარტანის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.

ავტოსატრანსპორტო საშუალების და მექანიზმების მართვა: ზოგიერთ პაციენტს მკურნალობის დროს აღენიშნა თავბრუსხვევა და დაღლილობა. თუ გამოვლინდა მსგავსი შეგრძნებები, თავი უნდა შეიკავოთ ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმების მართვისგან.

ტელარტანის მიღების წესი: გულ-სისხლძარღვთა მოვლენების შესამცირებლად ტელარტანის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 80 მგ ტაბლეტს დღეში 1-ჯერ. ტელარტანი 80 მგ –ის პროფილაქტიკური მიზნით მიღების დასაწყისში ხშირად უნდა გაისინჯოს არტერიული წნევა. თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის მუშაობა, რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს დღეში 1-ჯერ.
დოზის გადაჭარბება: თუ შემთხვევით მიიღეთ ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს კლინიკას.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ტელარტანმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. ზოგიერთი გვერდითი ეფექტები შესაძლოა გახდეს სერიოზული ან საჭიროებდეს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. სეფსისი, კვინკეს შეშუპება, ჰიპოტენზია. ეს გვერდითი ეფექტები არის იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული. პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

აფთიაქიდან გაცემის წესი : გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი : ეჯ ფარმა, ინდოეთი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეჯ ფარმა
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ტელმისარტანი
დოზა
80მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი