ტიბერალი ტაბლეტი 500მგ #10

ტიბერალი ტაბლეტი 500მგ #10

თურქეთი

დევა ჰოლდინგი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Ornidazolum

ქიმიური დასახელება:
ალფა-(ქლორმეთილ)-2-მეთილ-5-ნიტრო -იმიდაზოლ-1-ეთანოლი

შემადგენლობა:
თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ინგრედიენტს: ორნიდაზოლი 500მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის შიგთავსი: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილ ჰიდროქსი პროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: მეთილ ჰიდროქსი პროპილ ცელულოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიპროტოზოული საშუალება P01AB03

ჩვენებები:
- ტრიქომონიაზი: ტრიქომონული ვაგინიტით გამოწვეული შარდსასქესო სისტემის ინფექციები ქალებსა და მამაკაცებში;
- ამებიაზი: ჰისტოლიზური ენტამებათი გამოწვეული ყველა ნაწლავური ინფექცია, მათ შორის ამებური დიზენტერია. ამებიაზის ყველა ფორმა, არანაწლავური ამებიაზი, განსაკუთრებით ღვიძლის ამებური აბსცესი.
- ლამბლიოზი.
- ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკა გინეკოლოგიური და მსხვილი ნაწლავის ოპერაციის ქირურგიული ჩარევის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მედიკამენტი ყოველთვის მიიღება პერორალურად, წყალთან ერთად, ჭამის შემდეგ.
ტრიქომონიაზი:
ტრიქომონიაზის დროს ინიშნება 500 მგ ტაბლეტის ერთჯერადი დოზა, პერორალურად, 5 დღის განმავლობაში.

ამებიაზი:
ამებური დიზენტერიის დროს 3 დღიანი მკურნალობა;
ამებიაზის ყველა ფორმის შემთხვევაში 5-10 დღიანი მკურნალობა.
35 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში 1-2 დღიანი მკურნალობა ერთდოულად მიიღება 3 ტაბლეტი
პერორალურად, საღამოს. 40 მგ/კგ-ზე ერთჯერადი დოზა.

გავრცელება:
პლაზმის ცილებს უკავშირდება ორნიდაზოლის 13%.
აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში, ასევე სხვა სითხეებსა და ქსოვილებში.
პლაზმის კონცენტრაცია (6-36 მგ/ლ) სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით. ჯანმრთელ მოხალისეებში 500 მგ ან 1000 მგ დოზის განმეორებით მიღებისას - ყოველ 12 საათში, დაგროვების ფაქტორი გამოთვლილია როგორც 1.5 – 2.5.

მეტაბოლიზმი
ორნიდაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება 2-ჰიდროქსიმეთილ და ალფა-ჰიდროქსიმეთილ მეტაბოლიტებთან
ღვიძლში. უცვლელ ორნიდაზოლთან შედარებით ორივე მეტაბოლიტი ნაკლებად ეფექტურია ტრიქომონიული
ვაგინიტის და ანაერობული ბაქტერიების წინაღმდეგ.

ელიმინაცია
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13 სთ-ს. ერთჯერადი დოზის 85% გამოიყოფა
მეტაბოლიტების სახით 5 დღეში. დოზის 4% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ ან სხვა ნიტრომიდაზოლით წარმოებული პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
წამლით არ გამოვლენილა ტერატოგენული ან ფეტოტოქსიური ეფექტი. საკონტროლო კვლევა არ ჩატარებულა ორსულებსა და მეძუძურ დედებში. ზოგადი პრინციპი, ორსულობის ან ლაქტაციის ადრეულ ფაზაში მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აჭარბებს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დევა ჰოლდინგი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ორნიდაზოლი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი