პეროლაიტი გელი 5% 30გრ ტუბი #1
პეროლაიტი გელი 5% 30გრ ტუბი #1

პეროლაიტი გელი 5% 30გრ ტუბი #1

ინდოეთი

ელეგანტ ინტერნეიშენალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ბენზოილის პეროქსიდი
შემადგენლობა: ბენზოილის ზეჟანგი წყლიანი, რომელიც 5% w-w უწყლო ბენზოილის ზეჟანგის ეკვივალენტურია. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი: კარბომერი 934; პოლისორბატი 80 (Tween 80); მეთილპარაბენი; ნატრიუმის ჰიდროქსიდი; ვარდის ეთერზეთი (Otto Rose); გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები: გამოიყენება ადგილობრივად აკნეს (acne vulgaris) მკურნალობისთვის.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დოზირება და გამოყენების წესი: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილები და ბავშვები: ყოველი გამოყენების წინ საჭიროა კანის გაწმენდა და გაშრობა. საჭიროა თხელი ფენის წასმა ერთხელ ან 2-ჯერ დღეში ან ექიმის მითითებით დაზიანებულ მიდამოზე. მგრძნობიარე კანის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია გელის ერთხელ დღეში, ძილის წინ გამოყენება. გამოშრობის ან აქერცვლის ხარისხის კორექცია შესაძლებელია დოზირების სქემის შეცვლით.ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: ორსულებში ბენზოილ ზეჟანგი გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაცია: არ არის ცნობილი გადადის თუ არა ბენზოილის ზეჟანგი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ახალშობილებისათვის ან ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის რისკის გამორიცხვა შეუძლებელია, შესაბამისად, ბავშვის ბენზოილის ზეჟანგთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი არ უნდა დაიტანონ მკერდის მიდამოზე.

ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ბენზოილი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: კანის სიმშრალე; ერითემა; კანის ექსფოლიაცია (პილინგი); კანის წვის შეგრძნება; ქავილი; კანის ტკივილი (ტკივილი, გაღიზიანება), კანის გაღიზიანება (გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ: ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის შესახებ არასასურველი რეაქციების შეგროვება. ეს პრეპარატის სარგებელი-რისკის შეფარდების შესაძლებლობას იძლევა. ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება: ბენზოილის ზეჟანგის გელი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. პრეპარატის ძალზე ხშირი გამოყენებისას სწრაფი ან უკეთესი შედეგები არ მიიღება, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ძლიერი გაღიზიენება. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები: ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ბენზოილის ზეჟანგის კანზე გამოყენებისას აღინიშნებოდა კანის მინიმალური და ზომიერი გაღიზიანება, მათ შორის ერითემა და შეშუპება. ბენზოილის ზეჟანგის გამოყენებისას ასევე დაფიქსირდა ფოტოტოქსიკურობა და ფოტოალერგიული რეაქციები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ელეგანტ ინტერნეიშენალი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ბენზოილის პეროქსიდი
დოზა
5%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი