გერვეტინი სპრეი ორალური 0.15% 30მლ ფლაკონი #1
გერვეტინი სპრეი ორალური 0.15% 30მლ ფლაკონი #1

გერვეტინი სპრეი ორალური 0.15% 30მლ ფლაკონი #1

მაკედონია

რეპლეკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 1.5 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლისორბატი 60, პიტნის ზეთი 27198-14, საღებავი ყვითელი ქინოლონი 70E104, ინდიგოტინი 85E132, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ჩვენებები: პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვრის ანთებითი დაავადებები: ღრძილების, ენის, პირის ღრუს ლორწოვანის ანთება, ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; სოკოვანი ინფექციების დამხმარე თერაპია; სანერწყვე ჯირკვლების კენჭოვანი ანთება; ქირურგიული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ, მათ შორის ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა; კბილების მკურნალობის ან ამოღების შემდეგ; პაროდონტოზი.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებსა და ხანდაზმულებში ინიშნება: 4-8 დოზაყოველ 1,5-3 საათში; 6-12 წლის ასაკში: 4 დოზამდე ყოველ 1,5-3 საათში; 3-6 წლის ასაკის ბავშვებში: 1-4 დოზა ყოველ 1,5-3 საათში; ფლაკონი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, თავის ჩამოსაცმელი უნდა მოტრიალდეს მარცხნივ ან მარჯვნივ ფლაკონიდან 90 გრადუსიანი კუთხით. ჩამოსაცმელი უნდა მოთავსდეს პირის ღრუში და დაეჭიროს ხელი რამოდენიმეჯერ, რეკომენდირებული დოზის მიხედვით. ორ დაჭერას შორის პერიოდი უნდა იყოს სულ მცირე 5 წამი. გამოყენების შემდეგ ჩამოსაცმელი უნდა დაუბრუნდეს საწყის მდებარეობას. ფლაკონის პირველად გამოყენებისას უნდა მოხდეს რამდენჯერმე ჰაერში გაფრქვევა. პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა თვითნებურად ან შეცვალოს ექიმის დანიშნულება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში გამოტოვებული დოზა მიიღება ამის შესახებ გახსენებისთანავე, ხოლო თუ უკვე შემდგომი დოზის მიღების დროა, დავიწყებული დოზა გამოიტოვება და მკურნალობა გრძელდება ჩვეული სქემით. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დოზას გადაჭარბება.

გვერდითი მოვლენები: პირის სიმშრალე, დაბუჟების შეგრძნება, წვა პირის ღრუში. კანზე გამონაყარი, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, ქავილი, ურტიკარია.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები: გერვეტინით მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, გარდა ექიმის მიერ რეკომენდებული შემთხვევებისა. ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალთან კონტაქტში.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ჩვენების მიხედვით.არეგნული სახე და შეფუთვა: 30 მლ პლასტმასის, თეთრ, გაუმჭვირვალე კონტეინერში დოზირებელი მოწყობილობით. თითოეული კონტეინერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რეპლეკ ფარმა
ქვეყანა
მაკედონია
ჯენერიკი
ბენზიდამინი
დოზა
0.15%
ფორმა
სპრეი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი